fbpx
ivanishvili 2

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს მილიონების გამო ისევ ებრძვის

“კრედიტ სვისმა” ბერმუდის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დავა წააგო. შვეიცარიული ბანკის ფინანსური მრჩეველი წლებია ბიძინა ივანიშვილის ფულის გაფლანგვის გამო სასჯელს იხდის.

“კრედიტ სვისს ლაიფ (ბერმუდა) ლიმიტედი” სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც ჟენევაში დაფუძნებული ბანკი ფლობს. ამ კომპანიამ დაარწმუნა ივანიშვილის გარემოცვა, ეყიდა სიცოცხლის სადაზღვევო პაკეტები 755 მილიონ დოლარად. როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხვდა, რომ მისი აქციების ღირებულება მცირდებოდა, კომპანიის წინააღმდეგ მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ორი კომპანიის სახელით დავა დაიწყო.

სადაზღვევო კომპანიამ სცადა დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ ივანიშვილის ორ კომპანიას ჰქონდა ამ სამართლებრივ დავაში მონაწილეობის უფლება. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ ამ საქმეში მონაწილეობა.

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, ივანიშვილი “კრედიტ სვისსთან” 2004 წლიდან თანამშრომლობდა. 2010 და 2011 წლებში მან გაითვალისწინა ბანკის რეკომენდაცია და ფონდ “მიდოუსვით ესსეთს ლიმითედის” გავლით 480 მილიონი დოლარის ღირებულების დაზღვევა შეიძინა.

2012 წელს ბანკის რჩევის საფუძველზე ივანიშვილის გარემოცვამ დააფუძნა “სენდქეი ინვესთმენთ ლიმითედი” და მორიგი სადაზღვევო პაკეტი მისი ოჯახის სახელზე 275 მილიონ დოლარად შეიძინა.

2015 წლის სექტემბერში ბანკმა ივანიშვილს აცნობა, რომ 9 თვის მანძილზე “მიდოუსვითის” აქციების ღირებულებამ 202.7 მილიონი დოლარიდან 119.6 მილიონამდე დაიკლო; “სენდქეის” აქციებმა კი 257.4 მილიონიდან 144.8 მილიონამდე.

პატრიკ ლესკადრონი, “კრედიტ სვისსის” მრჩეველი ივანიშვილის თანხის გაფლანგვისთვის ხუთწლიან სასჯელს შვეიცარიის ციხეში იხდის. ბანკმა განაცხადა, რომ მათ ლესკადრონის საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან იგი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ამის მიუხედავად, ივანიშვილმა ბანკის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელი შეიტანა.

ბლუმბერგისა და სხვა გამოცემების თანახმად, შვეიცარიის ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელმა სააგენტომ “კრედიტ სვისი” ამხილეს ფულის გათეთრების საქმეებში. სამომავლოდ სპეციალური აუდიტორი დაინიშნება, რომელიც ბანკის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებებს შეისწავლის.

იმავე სააგენტოს ცნობით, “კრედიტ სვისი” ბიზნეს საქმიანობების რისკებს არასწორად განსაზღვრავდა. “კარგია, რომ დამოკიდებელმა მონიტორმა დაასკვნა იგივე, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამტკიცებთ, “ განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა. “ახლა ველით, რომ ბანკი ჩვენს დანაკარგს სრულად აანაზღაურებს.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუხთარლიმ დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო
mukhtarli

მუხთარლიმ დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share