fbpx
Frontera Resources 1024x577 1

“ფრონტერას” გაზის ამოღებაზე ისევ ტექნიკური პრობლემები შეექმნა

ამერიკულ კომპანია “ფრონტერა რესურსს,” რომელიც 20 წელია საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას ცდილობს, მიმდინარე წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ შეექმნა გაზის ამოღების პრობლემა.

19 იანვარს, კომპანიამ საკუთარ ვებ-გვერდზე განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ექვსი ჭაბურღილიდან გაზის ამოღებას ისევ ვერ ახერხებდა. ამავე განცხადების თანახმად, პროცესი მარტამდე გადაიდო, რადგან ამერიკიდან გაზის ამოსატუმბი მოწყობილობების ჩამოტანის დროს პრობლემები შეიქმნა.

გასული წლის ნოემბერს, საკონფერენციო საუბრისას კომპანიამ თავის მეწილეებს შეატყობინა, რომ 10 ნოემბრისთვის დღეში 2,200 ბარელი ნავთობის ამოღებას აპირებდნენ. ამ დროს, კომპანიას თავისი მეწილეებისთვის არაფერი უთქვამს ტექნიკის ჩამოტანის შესაძლო შეფერხებასთან დაკავშირებით.

ამერიკის გაკოტრების საქმეთა სასამართლოს [United States Bankrupcy Court], რომელიც მხოლოდ გაკოტრებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავს, შარშან გაკოტრების მოთხოვნით “ფრონტერა რესურსის” კუთვნილმა შვილობილმა კომპანია Frontera Resources Holding LLC-მ მიმართა. “ფრონტერა რისორსმა” განაცხადა, რომ ვალი მათ შვილობილ კომპანიას ეკუთვნოდა და არა ძირითად კომპანიას. ამ პერიოდში “ფრონტერა რისორსმა” ახალი ვალი აიღო 30 მილიონის ოდენობით. ამის შემდეგ სასამართლომ გაკოტრების საქმე შეწყვიტა და კომპანიას ვალების გადახდის ცხრილი დაუწესა. გადახდის ვადები 4 წელზე გადანაწილდა და ბოლო ვადა 2020 წლის პირველი აგვისტოთი განისაზღვრა.

2016 წლის ივლისში კომპანია Frontera Resources Holding LLC გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ამერიკის გაკოტრების სასამართლოში (United States Bankrupcy Court) გაკოტრებაზე შეიტანა განცხადება. ამ განცხადების საფუძველზე “ფრონტერა რესორსის” ჰქონდა შანსი, რომ ამ ვალებისთვის თავი აერიდებინა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს დირექტორი, გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ კომპანიამ 2016 წელს წლიური მოქმედების სამუშაო გეგმა წარმოადგინა, თუმცა, ქართული კანონმდებლობით ასეთი გეგმა კონფიდენციალურია. ტატიშვილის თქმით, კომპანიას 2017 წლის გაზის მოპოვების გეგმა ჯერ არ წარმოუდგენია.

გიორგი ტატიშვილმა “აი, ფაქტს” უთხრა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ამერიკაში “ფრონტერას” გაკოტრების შესახებ მიმდინარე სასამართლო საქმეზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რუსული ბანკიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვაში ქართველს ადანაშაულებენ
vladimir gersamia 1

რუსული ბანკიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვაში ქართველს ადანაშაულებენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share