ავტორი: ცირა გვასალია
2014 წელს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბოლნისში, ადმინისტრაციული გარემოსდაცვითი დანაშაულისთვის, 36 კომპანია დააჯარიმა. დაჯარიმებულ კომპანიებს შორის, 19 სხვადასხვა სახის დარღვევა Rich Metals Group-ის კომპანიებმა: RMG Copper-მა და RMG Gold-მა დაარღვიეს.
დანარჩენი დაჯარიმებული კომპანიებიდან, ორი – შპს “კავკასიის სამთო ჯგუფი” და შპს “ეკოგრამი” – ასევე დაკავშირებულები არიან Rich Metals Group-თან. შპს “კავკასიის სამთო ჯგუფმა” 2011 წლის ოქტომბერს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოში, 93,5 მილიონ ლარად შეიძინა ლიცენზია, რომელიც ამჟამად, Rich Metals Group-ს ეკუთვნის. ხოლო შპს “ეკოგრამი” 2014 წლის 3 ოქტომბერს შპს RMG Copper-ს შეერწყა.
- რუკაზე, წითლად აღნიშნულ სიმბოლოზე დაწკაპუნებით, მიიღებთ ინფორმაციას კომპანიის სახელწოდების, გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობისა და დარღვევის ტიპის შესახებ.