fbpx

გენრიეტა წიწავა

გენრიეტა წიწავა - რუსული კანონის ხელმომწერი

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებებს გპირდებით.

პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

განათლება: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტი – ჟურნალისტიკა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართალმცოდნეობა

გამოცდილება: 2001-2004 წლები – აფხაზეთის საგანგებო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციულ-ანალიტიკური განყოფილების უფროსი. პარლამენტში 2014 წლიდან მუშაობს, იყო მთავარი სპეციალისტი, თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი, თავმჯდომარის მრჩეველი და პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრი აშშ-ს,  გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, კვიპროსის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უკრაინის, შვეიცარიის, ჩეხეთის და ხორვატიის პარლამენტებთან.

ფეისბუქის მიხედვით, 2022 წელს სტუმრობდა დანიას, შვედეთს, ფინეთს. ასევე 2022 წლის მარტში იყო ბრიუსელში, ევროპარლამენტში. ამ დროს ახლდა ოფიციალურ ვიზიტში შალვა პაპუაშვილს, როცა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა. მათი შეხვედრის ფოტო გრეტამ თავის ფეისბუქზე დადო წარწერით – “ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.”

იმავე წლის თებერვალში იმყოფებოდა ლონდონში, ოქსფორდში და ვესტმინსტერის სასახლეში. 2020 წლის სექტემბერში იყო სტრასბურგში, ევროპარლამენტში. 2016 წელს იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სტრასბურგში.

ფეისბუქის ანგარიშზე, მთავარ ფოტოდაც საქართველოს და ევროკავშირის დროშები უყენია.

რეგისტრაციის მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, სანზონის დასახლება, კორპუსი 20ა, ბინა 15

დაბადების ადგილი: საქართველო, ზუგდიდი

ოჯახის წევრები: შვილი – ანა ჯანჯარია (დაიბადა მოსკოვში, სწავლობდა თსუ-ში, ისტორიის ფაკულტეტზე. 2021 წლის ოქტომბრიდან მუშაობს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში. დედა – ზაირა ქირია. მამა – დემურ წიწავა. და – ხათუნა წიწავა მუშაობს შსს-ში, მუშაობდა პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, პენიტენციური სისტემის პირველადი ჯანდაცვის უფროსად. იყო თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე.  

ხელფასი პარლამენტიდან: 3,792 ლარი ხელზე ასაღები.

ქონება: 35კვ.მ. ბინა თბილისში, სანზონის დასახლებაში 2004 წელს იყიდა 10 ათას ლარად). ავტომობილი: Ford c max, 2019 წელს შეიძინა 18 ათას ლარად.

2012-2014 წლებში წიწავამ “ქართულ ოცნებას” 34 ათასი ლარი შესწირა, საქართველოს კონსერვატიულ პარტიას 1200 ლარი.

ბიზნესი:

ფეისბუქის ანგარიში: https://www.facebook.com/gretatsitsava

ამავე თემაზე იხილეთ:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ხატია წილოსანი
ხატია წილოსანი - რუსული კანონის ხელმომწერი

ხატია წილოსანი

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share