„ქართული ოცნების“ დავალებით, “რუსული კანონის” მხარდამჭერ პოსტებს კოორდინირებულად აზიარებენ 59 მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები. „ქართული ოცნების“ ტყუილების გავრცელების სქემა ასეთია: პოსტს ავრცელებს პარტიის ცენტრალური ოფისი ან დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტარი “ქართული ოცნებიდან.” ამ მასალას მყისიერად აზიარებენ სახელმწიფო რწმუნებულები რეგიონებში და მერები. Შემდეგ კი მას ავრცელებენ ადმინისტრაციისა და ა(ა)პ-ების სხვა თანამშრომლები.

საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ამ დროისთვის დასაქმებულია, მინიმუმ, 20,000 ადამიანი და როგორც ჩვენი დაკვირვებით ჩანს, მმართველი პარტია მათ სრულად მობილიზებას ცდილობს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ამბროლაურის მერიის შიდა ჩატის ფოტოები, რომელიც ჩვენ წყარომ მოგვაწოდა.
ჩატში ამბროლაურის მერის მრჩეველი გიგი ნატმელაძე თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ იაქტიურონ და აძლევს მითითებას, რა სახის კომენტარები უნდა წერონ.



გიგი ნატმელაძეს WhatsApp-ზე ვესაუბრეთ. Როცა ვკითხეთ, თუ რატომ აგზავნის ამბროლაურის ჩატში მითითებებს, გვიპასუხა რომ არასწორი ინფორმაცია გვაქვს. ვკითხეთ, მაშინ ვინ სარგებლობს მისი ნომრით და ვინ აგზავნის ამ მესიჯებს ჩატში. ამ დროს უკვე ზარი გაგვითიშა. ამის შემდეგ აღარც ჩვენს განმეორებით ზარებს უპასუხა და არც ჩვენს მიწერილს, სადაც ის სქრინებიც გავუგზავნეთ, რომელზეც ვეკითხებოდით.
“ქართული ოცნების” მიერ გუშინ და დღეს გავრცელებული სამი ვიზუალური მასალა ფეისბუქმა სიცრუედ მიიჩნია და პოსტზე განთავსებული ტექსტი აღარ ჩანს. ფეისბუქი საქართველოში დამოუკიდებელ ფაქტჩეკერებთან თანამშრომლობს და მათ მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.





მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია მაინც ჯიუტად ცდილობს ახალ-ახალი ბანერებისა და ვიდეოების გავრცელებას.
იხილეთ ასევე: