რედაქტორი
მანანა ღოღობერიძე “აი, ფაქტს” 2019 წელს შემოუერთდა. ის 2021 წლიდან გამომძიებელი ჟურნალისტი, რედაქტორი და ფაქტ-ჩექერია.
2020-2021 წლებში გაიარა “საგამოძიებო ჟურნალისტიკის სიღრმისეული სწავლების სკოლა.” ფლობს პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხს და მაგისტრის ხარისხს მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მიმართულებით.
გავლილი აქვს ნორვეგიის უნივერსიტეტის პროგრამა მედია ეთიკისა და გლობალური ჟურნალისტიკის შესახებ. მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო ტრენინგებში, მონაცემთა ვიზუალიზაციის, გარემოს, ადამიანის უფლებების და პოლიტიკის საკითხების გაშუქების შესახებ.
ელ.ფოსტის მისამართი: manchog@ifact.ge