გერონტი პაპიტაშვილი სოფელ კირბალის მწყემსია. ის ოკუპანტებმა სამჯერ დააკავეს, საქონლის მწყემსვის და შეშის შეგროვების დროს. კირბალი სამაჩაბლოსთან გავლებულ საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. აქ რუსებმა სამი კვირის წინ ახალი საგუშაგო გახსნეს.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების ყოველდღიურობაზე, მათ საზრუნავსა და საჭიროებებზე ამბებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.
“აი,ფაქტმა” ვიდეოისტორიები USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.