fbpx
Sanctioned ifact SUM

საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში – შეჯამება

Სანქციების ჩრდილქვეშ, Რუსეთი სამხედრო მარაგის შევსებას მაინც ახერხებს. Მართალია, რუსეთში ორმაგი დანიშნულების ნივთების შეტანა, ჯერ კიდევ 2022 წელს აიკრძალა, თუმცა შეზღუდვებს ყველა ქვეყანა არ დაემორჩილა. 

ჩვენმა შვიდთვიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოააშკარავა რუსეთის სანქცირებული პროდუქტით მომარაგების სქემა, რომელშიც ჩართულია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. 

Მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური გამკაცრებულ კონტროლზე და საერთაშორისო სანქციების პატიოსნად აღსრულებაზე საუბრობს, ოფიციალური სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს. 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2023-2024 წლებში საქართველოდან რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში ექსპორტით გავიდა 10.7 მილიონი აშშ დოლარის ორმაგი დანიშნულების ნივთი. 

ამ მიმართულებით თვალშისაცემად არის გაზრდილი სატელიტური ჯი-პი-ესების, ვიდეოკამერების, პროცესორების თუ “ჩიპების” ექსპორტი. ასეთ ნივთებს რუსი სამხედროები იარაღის ასაწყობად იყენებენ.

Ჩვენი ერთ-ერთი ექსპერიმენტით დასტურდება ისიც, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-რუსეთის მარშრუტს გადის ვიდეოგადაღების დრონებიც. თანამედროვე ომში, უწყინარი, ხედების გადასაღები დრონიც კი საბრძოლო რესურსია. სამხედროები ჭურვებს და ანტი-სატანკო სისტემებსაც “კამიკაძე-დრონებზე” ამაგრებენ.

ორმაგი დანიშნულების ნივთს იპოვით თქვენი სამზარეულოს, ან აბაზანის ტექნიკაშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის, ან მაცივრის “ტვინი”. ოფიციალური Სტატისტიკა აჩვენებს, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტიც. Მიმართულება იგივეა – მეზობელი სომხეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია. 

ვიპოვეთ თუ ვინ დგას ამ სტატისტიკის მიღმა. “იმპორტ ჯენიუსის” საერთაშორისო ვაჭრობის ბაზაში არის ოთხი ქართული კომპანია, რომელიც რუსეთში სანქცირებული ტვირთის გაგზავნაში მონაწილეობს – “ელექტრომექ-ბტ”, “ლაზიკა-იმპორტი”, “ფეის პლიუსი” და “ასტერი გრუპი”. 

ჩვენი მოპოვებული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო მომარაგების ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ამ ფონზე, შემოსავლების სამსახური ჩვენს შეკითხვებს სრულყოფილად არ პასუხობს და არც პირისპირ ინტერვიუზე გვთანხმდებიან. 

  “აი, ფაქტი” ამ სქემებს შვიდი თვის განმავლობაში იძიებდა. Შევისწავლეთ საგარეო ვაჭრობის ქართული, ამერიკული და საერთაშორისო ბაზები, ჩავატარეთ ორი ექსპერიმენტი და რუსეთში აკრძალული ტვირთის გატანაზე ორ გადამზიდავს მოველაპარაკეთ, ვესაუბრეთ სამხედრო პირებს, თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს, ვიპოვეთ პრობლემიდან გამოსავალიც – ეროვნული სანქცია, რომელიც, მაგალითად, ლიეტუვის მთავრობამ დააწესა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტი აკრძალა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
პროპორციული არჩევნები 2024 – რა უნდა ვიცოდეთ
პროპორციული არჩევნები საქართველოში 2024 - რა უნდა ვიცოდეთ

პროპორციული არჩევნები 2024 – რა უნდა ვიცოდეთ

2024 წელს, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, პროპორციული არჩევნები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share