fbpx
ivanishvili 2

ივანიშვილის ბანკირის აღიარება და კიდევ ერთი არადეკლარირებული კომპანია

ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის დაკარგვაში დადანაშაულებულმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა აღიარა, რომ კლიენტების ანგარიშებიდან აღებული 3.5 მილიონი მონაკოსა და დუბაიში მისი და მისი ცოლის პირად ანგარიშებზე გადარიცხა, წერს გამოცემა ბლუმბერგი.

საფრანგეთის მოქალაქე ლესკადრონი ჟენევაში, ბანკ “კრედიტ სუისსში” მუშაობდა. ბიძინა ივანიშვილმა ბანკირისა და ბანკ “კრედიტ სუისის” წინააღმდეგ სარჩელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2016 წლის 19 აპრილს დაარეგისტრირა.

ბლუმბერგისვე ცნობით, ივანიშვილის წარმომადგენლებმა გასულ კვირას მოიგეს სასამართლო პროცესი. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ივანიშვილის საინვესტიციო კომპანიას, “ველმინსტოუნს” (Wellminstone SA) უფლება აქვს შეამოწმოს ბანკ “კრედიტ სუისსის” დოკუმენტები, ელექტრონული მიმოწერები და საქმესთან დაკავშირებული სხვა მასალები.

“ველმინსტოუნი” მორიგი კომპანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციებში არ იძებნება. “ველმინსტოუნი” ამჟამად ფლობს 66.7%-ს მოსკოვში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში, “რესორს ფიუჩერსსა” (Resource Future) და “სპეტქპრომტრანსში” (Spetcpromtrans).

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მზად ხართ, საკუთარი სხეული მეცნიერებას შესწიროთ?
skheuli

მზად ხართ, საკუთარი სხეული მეცნიერებას შესწიროთ?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share