#აიფაქტი: “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ნათესავებმა “ქართულ ოცნებას” 2016 წელს, წინასაარჩევნოდ 85,000 ლარი შეწირეს.
მისმა სიძემ (დის ქმარი), გოჩა ძნელაძემ 2016 წლის 13 სექტემბერს მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა. ბიძაშვილმა, დავით ბრეგაძემ კი 2016 წლის 4 ოქტომბერს “ქართულ ოცნებას” 25,000 ლარი ჩაურიცხა.
“ქართული ოცნების” შემწირველები არიან სანდრო ბრეგაძის სიძის და დის, ანნა ბრეგაძის ბიზნესპარტნიორებიც. მათ 2016-2018 წლებში “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 560 ათასი ლარი ჩაურიცხეს.
თუ “ქართული მარში” პარტიას ქმნის, წინასაარჩევნოდ ამ ბიზნესმენების იმედიც ექნებათ. თავად სანდრო ბრეგაძე ამბობდა, ჩვენი მეგობარი ბიზნესმენები გვაფინანსებენო. სანდრო ბრეგაძის სახელზე საჯარო რეესტრში არც კომპანია ფიქსირდება და არც უძრავი ქონება.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთის დაზვერვის სამსახური წლევანდელ ანგარიშში “ქართული მარშის” ლიდერების რუსულ კავშირებზეც წერდა:
https://netgazeti.ge/news/427239/
ესტონეთის დაზვერვის ანგარიში ინგლისურ ენაზე: https://www.valisluureamet.ee/pdf/raport-2020-en.pdf?fbclid=IwAR2pLJT2J00wIcbjwfaOPOZiDJ-pI02ZdrATVQx0p44Ey1HDct08M1EP148