fbpx
panama 2

“პანამის დოკუმენტები:” “მოსაქ ფონსეკას” პარტნიორები დააკავეს

დღეს დილით კომპანია “მოსაქ ფონსეკას” ორი პარტნიორი დააკავეს, იუწყება გამოცემა Business Standard. “მოსაქ ფონსეკა” პანამური იურიდიული კომპანიაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ე.წ. “პანამის დოკუმენტების” სკანდალში გაეხვა.

კომპანიის პარტნიორებს, რამონ ფონსეკა მორასა და იურგენ მოსსაკს პანამის ხელისუფლება კორუფციაში ადანაშაულებს.

“პანამის დოკუმენტების” სახელითაა ცნობილი ოფშორულ ზონებში მოქმედი იურიდიული ფირმებიდან გასულ წელს საიდუმლოდ გამოტანილი მონაცემები, რომლებიც 11.5 მილიონ დოკუმენტს აერთიანებს. მათ შორისაა ინფორმაცია კომპანია “მოსაქ ფონსეკას” არქივიდან.

მასალები გერმანულ გაზეთს, Süddeutsche Zeitung -ს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. გაზეთმა ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გაუზიარა, რომელმაც ის ხელმისაწვდომი გახადა 110-ზე მეტი მედიასაშუალებისთვის 82 ქვეყნიდან, მათ შორის “აი, ფაქტისთვის.”

პანამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩვენმა ჟურნალისტებმა რამდენიმე სტატია მოამზადეს, რომელთა ბმულებს აქვე გთავაზობთ:

ოფშორულმა კომპანიამ 3 წელი გაატარა ივანიშვილის პასპორტის ძიებაში
პანამის დოკუმენტები: ფულის გათეთრება და ქართველები
მოიგო თუ წააგო სახელმწიფომ ლატარიაში?

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აუდიტის სამსახურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დარღვევები გამოავლინა
auditi

აუდიტის სამსახურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დარღვევები გამოავლინა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
village -meet- door-to-door

“კარდაკარ” ადმინისტრაციული რესურსით – “ქართულ ოცნებას” აგიტაციაში მერიის თანამშრომლები ეხმარებიან 

ავტორები: თამუნა ქიმაძე და მანანა ღოღობერიძე; კვლევაზე მუშაობდა: შორენა

Total
0
Share