fbpx
bahama

ახალი მასალები ბაჰამის კუნძულების ოფშორული ზონიდან

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) გერმანულ გაზეთ “Süddeutsche Zeitung”-სა და სხვა მედია ორგანიზაციებთან ერთად ბაჰამის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.

აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ეს მონაცემთა ბაზა ბაჰამის კუნძულებიდან გამოჟონილ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა.

ინფორმაცია მოიცავს 175,000-ზე მეტი ბაჰამური კომპანიის დირექტორებისა და მფლობელების სახელებს, ასევე მონაცემებს ფონდებისა და სხვა იურიდიული პირების შესახებ, რომლებიც ბაჰამის კუნძულებზე 1990 წლიდან 2016 წლის დასაწყისამდე საქმიანობდნენ.

ბაჰამური დოკუმენტები ამხელენ პრემიერ მინისტრების, მინისტრების, პრინცებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პირების ოფშორული საქმიანობას.

პირველად ჟურნალისტების ყურადღება დაიმსახურა ნიილი კროესმა, ევროკავშირის კომისარმა კონკურენციის საკითხებში. მან დაადასტურა, რომ მართლაც იყო ბაჰამაზე რეგისტრირებული Mint Holdings Limited-ის დირექტორი. კროესს მისი ოფშორული კავშირების შესახებ არასდროს გაუმახვილებია ყურადღება, ვინაიდან, მისი თქმით, კომპანია აქტიური არ ყოფილა.

ბაჰამის კუნძულებიდან გამოჟონილი ინფორმაცია გახდა ოფშორული კომპანიების შესახებ შექმნილი მონაცემთა ბაზის ნაწილი. ეს ბაზა აერთიანებს “პანამის დოკუმენტებსა” და სხვა მასალებს, რომლებიც ბოლო წლების მანძილზე ოფშორული კომპანიების შესახებ გახდა ხელმისაწვდომი. ამჟამად მონაცემთა საერთო ბაზა მოიცავს ინფორმაციას 500,000-მე მეტი კომპანიის შესახებ 200 სხვადასხვა იურისდიქციიდან.

“მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებით ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას,” აცხადებს ჯერარდ რაილი, ICIJ-ს დირექტორი. “ფაქტები გვაჩვენებს, რომ თუ ოფშორულ ზონაში ვინმე საიდუმლო საქმიანობას ეწევა, არსებობს შანსი, რომ ეს არაკანონიერი საქმიანობა იყოს. ამიტომ ყველა საიდუმლო უნდა გამჟღავნდეს.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ლატარიის ჩატარებისთვის საჭირო ლიცენზია სხვისდება
latarea

ლატარიის ჩატარებისთვის საჭირო ლიცენზია სხვისდება

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share