fbpx
rubli

საქართველოში ტურისტული ობიექტები რუბლში ვაჭრობენ

ყაზბეგი-ფასანაურის გზის პირას მდებარე ობიექტები რუსულ რუბლში ვაჭრობენ. ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ ორ სასტუმროში და სამ კაფეში, ყველა მათგანი მომსახურების საფასურს რუბლში იღებს. იგივე ვცადეთ ექვს გარემოვაჭრესთან, ისინიც რუბლში ვაჭრობენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის თანახმად, „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“ ფასანაური-ყაზბეგში მდებარე ობიექტები კი არც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმყოფებიან, არც თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებია და არც განსაკუთრებული გამონაკლისი. შესაბამისად, უნდა ვაჭრობდნენ მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი კი 400 ლარით.

ტურისტებიც გვიდასტურებენ, რომ ისინი მომსახურებაში რუბლს იხდიან.

კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შემოსავლების სამსახურია. ჩვენი მიმართვის შემდეგ ინფორმაცია მონიტორინგის სამსახურს გადასცეს. სხვა კითხვებზე არ გვიპასუხეს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ქუთაისში შადრევნებს ბედი არ სწყალობს
shadrevani kutaisi

ქუთაისში შადრევნებს ბედი არ სწყალობს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share