fbpx
somekhi

ოფშორული კავშირები: სომეხი მაღალჩინოსნის ბიზნესი საქართველოში

ავტორი: ანი ჰოვანნისიანი 

სომხეთის მთავრობის ოფიციალური პირები თბილისში ძვირადღირებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სამკაულის მაღაზიებს პირდაპირ ან ირიბად ფლობენ.

სომხეთში მოქმედმა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „ჰეთქმა“ და „აი, ფაქტმა“ საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 300 კომპანია და ის ბიზნესები შეისწავლეს, რომელთაც სომხეთის რესპუბლიკური პარტიისა და პარლამენტის წევრი არტაკ სარგისიანი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ.

2012 წლის მონაცემებით, სომხეთის მოქალაქეებს 300 კომპანიაზე მეტი აქვთ დარეგისტრირებული საქართველოში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ჰეთქისთვის“ მიწოდებული მონაცემების მიხედვით დღესდღეობით ეს რიცხვი 700-ს აჭარბებს. პარლამენტის წევრი სარგისიანი რამდენიმე კარგად ცნობილ დასავლურ ბრენდს წარმოადგენს სომხეთსა და საქართველოში. მათ შორისაა ნექსთი, დებენჰამსი, ბალდი და ალდო. თბილისში ეს მაღაზიები მთავარ გამზირებზე მდებარეობენ.

ფოტო გამოქვეყნებული იყო "ესეიეს ჯგუფის" ვებ-გვერდზე
ფოტო გამოქვეყნებული იყო “ესეიეს ჯგუფის” ვებ-გვერდზე

2012 წელს გიგი უგულავა, თბილისის იმჟამინდელი მერი სომხეთის პარლამენტის წევრ სარგისიანთან ერთად ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზიის გახსნაზეც იმყოფებოდა. მათი ერთობლივი ფოტო, რომელიც შპს „ესეიეს ჯგუფის“ ვებ-გვერდზე იყო განთავსებული, მას შემდეგ წაშალეს, რაც „ჰეთქმა“ სარგისიანს საქართველოში მისი ბიზნეს ინტერესების შესახებ კითხვები გაუგზავნა.

სარგისიანმა ბიზნესი საქართველოში 2009 წელს დაიწყო. ამჟამად საქართველოს საჯარო რესტრში 9 კომპანიაა რეგისტრირებული სარგისიანისა და მასთან დაკავშირებული პირების სახელებზე. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელსაც სარგისიანი თავად ფლობს შპს „ლენდ ლორდია.“ ის მართავს საბავშვო ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზია „ნექსთს.“

არამ სარგისიანი, პარლამენტარის ძმა ფლობს საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას. 2011 წელს არტაკ სარგისიანმა საქართველოში დაარეგისტრირა კომპანია სახელწოდებით შპს „დებენი.“ ორი თვის შემდეგ კომპანიის 100% მისმა ძმამ, არამ სარგისიანმა იყიდა. ამ უკანასკნელმა კი კომპანია „დებინვესტს,“ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას მიყიდა.

„დებინვესტის“ ელექტრონული ფოსტის მისმართი რუბენ მელიკიანის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც 2010-2013 წლებში „ესეიეს ჯგუფში“ აღმასრულებელი ფინანსური ოფიცერის პოზიციას იკავებდა.

არტაკ სარგისიანი არ არის ერთადერტი სომეხი საჯარო მოხელე, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია საქართველოში ოფშორული კომპანიების მიერ რეგისტრირებული ბიზნესი.

ნონა ქვლივიძემ, „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ბიზნეს კურიერის“ რეპორტიორი აკვირდება და სწავლობს სომეხი ინვესტორების ბიზნეს საქმიანობას საქართველოში.

„მჯერა რომ სომეხი მაღალჩინოსნები თანამშრომლობენ ქართველ საჯარო მოხელეებთან, რათა დაარსონ ბიზნესები საქართველოში. საიდუმლოების გამო, რთულია რაიმე ინფორმაციის მოპოვება ამ საქმესთან დაკავშირებით. სომხები უმეტესად ჩართულნი არიან ტურისტული და უძრავი ქონების სექტორში,“ – აღნიშნავს ქვლივიძე.

ქვლივიძის თქმით, იმ სომხების რიცხვი, რომლებიც საქართველოში ბიზნესში ფულს აბანდებდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გაიზარდა. ქვლივიძე ამბობს, რომ სომეხი ბიზნესმენები ჟურნალისტებთან საუბრსას სიტყვაძუნწები არიან.

„სომეხი ბიზნესმენები ყველაფრის ფასად გვიცილებენ თავიდან. ქართველ ბიზნესმენებთან შედარებით, სომხები არ გვაწვდიან რაიმე ფინანსურ ინფორმაციას,“ უთხრა ქვლივიძემ „ჰეთქს.“

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ევროპული ფასები/ხელფასები VS ქართული ფასები/ხელფასები
evropa

ევროპული ფასები/ხელფასები VS ქართული ფასები/ხელფასები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share