“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებებს გპირდებით.
პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
განათლება:
1989 წელი – ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ფორტეპიანოს სპეციალობა, ასპირანტურა;
პარიზის სახელოვნებო უმაღლესი სკოლა „ecole normale superiere de paris“. (სწავლის ზუსტი პერიოდის შესახებ ინფორმაცია არც პარლამენტის ვებგვერდზე იძებნება და არც სხვა ღია წყაროებში)
სამუშაო გამოცდილება:
2015 წლიდან დღემდე – იუნესკო/გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მშვიდობის არტისტი (ელჩი);
2013 წლიდან დღემდე – შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი;
2012-2020 წლები – ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდ „ლირას” დირექტორი;
1993-1996 წლები – სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგოგი.
ქართული საზოგადოებისთვის რუსულ კურსს კი ირჩევს, მაგრამ ელისო ბოლქვაძის ბიოგრაფიაში მრავლადაა დასავლეთის კვალი. 1990-ანი წლებიდან სწავლობდა და ცხოვრობდა ავსტრიასა და საფრანგეთში. მიღებული აქვს საერთაშორისო კონკურსების პრემიები პორტუგალიაში, გერმანიასა და აშშ-ში.
რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, ზაურ ბოლქვაძის ქუჩა, #3, ბინა 10
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
ხელფასი პარლამენტიდან: 2023 წელს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს პარლამენტის კულტურის კომიტეტიდან ელისო ბოლქვაძის ხელფასი 50,332 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,194 ლარია.
სხვა შემოსავალი: გასულ წელს ელისო ბოლქვაძემ პიანისტ-სოლისტად შემოქმედებითი საქმიანობით 19 ათასი ევროს შემოსავალი მიიღო.
უძრავი ქონება: 80 კვ.მ ბინა თბილისში, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც 2019 წელს დედამ, ნადეჟდა ბოლქვაძემ აჩუქა.
“ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას” 2014-2019 წლებში სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებული აქვს 483,000 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები, კლასიკური მუსიკის ფესტივალების მოწყობისთვის.
ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/elisso.bolkvadze
იხილეთ ასევე:
ნიკოლოზ სამხარაძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ეკა სეფაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ბაია კვიციანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები