fbpx
mukhtarli 2

მუხტარლის მხოლოდ სასამართლოზე დასწრების ნება მისცეს

აფგან მუხტარლიმ, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება მოიპოვა, თუმცა მისი ადვოკატის მიერ დაყენებული ყველა სხვა შუამდგომლობას მოსამართლემ უარით უპასუხა. მუხტარლი 2017 წლის მაისში თბილისიდან დღემდე გაურკევეველ გარემოებაში გაუჩინარდა და ორი დღის შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

მუხტარლის აზერბაიჯანელი სამართალდამცველები აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და 10,000 ევროს გადატანას ედავებიან. ბრალდებული კი ამბობს, რომ იგი თბილისში გაიტაცეს და საზღვარზე ძალით გადაიყვანეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.

სასამართლოს სხდომა დღეს ბალაკანში საქართველოს საზღვართან ყველაზე ახლოსმდებარე აზერბაიჯანულ დასახლებაში გაიმართა.

მუხთარლი სასამართლო პროცესზე პროკურორის, გურბათ მამადოვის სიტყვით გამოსვლას რეპლიკებით პასუხობდა. როდესაც მოსამართლემ, ჰუმბარ სალიმოვმა ბრალდებულს პატივისცემის გამოჩენა მოსთხოვა, მუხთარლიმ უპასუხა, რომ მოსამართლე თავად არ იჩენდა პატივისცემას, რადგან არ გაეცნო საქმის მასალებს. “თქვენ მოკიდეთ ხელი ამ საქაღალდეს, აქ მოხვედით და იტყუებით,” მიმართავდა მუხტარლი მოსამართლეს.

თავდაპირველად მოსამართლე მუხტარლის დარბაზში დარჩენის ნებას არ რთავდა, მოგვიანებით კი აზრი შეიცვალა და სხდომაზე დასწრების უფლება მისცა. თუმცა, მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი სხვა მოთხოვნა:

• ყველა ბრალდების გაუქმება;
• შინაპატიმრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ნაცვლად;
• თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირების მიზნით იმ ფულის კუპიურების ექსპერტიზა, რომლის უკანონონოდ გადატანასაც მუხტარლის ედავებიან;
• საქართველოს სამართალდამცველი უწყებებისთვის აფგან მუხტარლის საზღვარზე დაფიქსირებული ვიდეო ჩანაწერების მოთხოვნა;
• ვიდეო კადრების ამოღება იმ ოთახიდან, სადაც აზერბაიჯანში ჩაყვანილი მუხტარლი პირველად ჰყავდათ გამოკეტილი (აზერბაიჯანის ხელისუფლება ამბობს, რომ ასეთი ჩანაწერი არ არსებობს).

მუხტარლიმ აზერბაიჯანი 4 წლის წინ დატოვა და ცოლთან და მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. გაუჩინარების მომენტში იგი აზერბაიჯანის მთავრობის მაღალჩინოსნების შესახებ საგამოძიებო სტატიებზე მუშაობდა.

სასამართლოს შენობის წინ დღეს ხალხმრავლობა იყო. სხდომას თვალყურს ადევნებდა და აშუქებდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფიც. მუხტარლი შენობაში ცენტრალური შესასვლელიდან არ შეუყვანიათ, თუმცა მან მაინც მოახერხა “რუსთავი 2”-სთვის ეთქვა, რომ “ეს სასამართლო არ არის. ესაა შოუ.”

ბალაკანის სასამართლო მუხტარლის საქმეს 14 დეკემბერს კვლავ განიხილავს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუხტარლიმ სასამართლოს მისი გატაცება აღუწერა
mukhtarli

მუხტარლიმ სასამართლოს მისი გატაცება აღუწერა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share