fbpx
cover-pasuxi-shemosavlebs

Ჩვენს გამოძიებას შემოსავლების სამსახური ეხმიანება 

1 აგვისტოს “აი, ფაქტმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გამოაშკარავებულია სქემა, როგორ გადის რუსეთში სანქცირებული ორმაგი დანიშნულების ნივთები. 9 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოგვიძღვნა ფეისბუქ პოსტი, რომელშიც ჩვენს ნამუშევარს ტენდენციური უწოდა და ცრუ პროპაგანდის გავრცელებაში დაგვდო ბრალი. 

შემოსავლების სამსახური ამტკიცებს, რომ სტატიაში არასწორად გვაქვს განმარტებული ორმაგი დანიშნულების პროდუქცია და ვწერთ, რომ “ორმაგი დანიშნულების ნივთი შეიძლება იყოს თქვენი სამზარეულოს ან აბაზანის ტექნიკაში და საბრძოლო იარაღშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის და მაცივრის “ტვინი””.

სინამდვილეში, სტატიაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია განმარტებულია თავად შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხოლო მკითხველისთვის მარტივად გასაგები რომ ყოფილიყო, ეს განმარტება ახსნილია წყაროებთან ინტერვიუების საფუძველზე.

ამონარიდი სტატიიდან:შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ორმაგი დანიშნულებისაა ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიძლება გამოიყენონ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის, ასევე ბიოლოგიური ან/და ქიმიური/ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი ასაფეთქებლის დასამზადებლად.”

ხოლო მაცივრების და ტანსაცმლის სარეცხი მანქანების მაგალითი მოყვანილია დამატებით, იმ ტენდენციის საჩვენებლად, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპორტი მკვეთრად არის გაზრდილი. სტატიაში არსად არის ნახსენები, რომ ეს საოჯახო ტექნიკა და მისი ნაწილები შეყვანილია სანქცირებულ ორმაგი დანიშნულების ნივთების ოფიციალურ ნუსხაში. 

საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 13 ივნისის #394 დადგენილებით გამოცემული ნუსხა, რომელზეც შემოსავლების სამსახური 9 აგვისტოს პოსტში საუბრობს, ჩვენს სტატიაშიც არის აღნიშნული. თანდართული გვაქვს შესაბამისი ბმულიც. 

ამონარიდი სტატიიდან: “მთავრობის 2014 წლის დადგენილებით, არსებობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ნივთების ნუსხა, რომელშიც ცხრა კატეგორიის პროდუქტია – მაგალითად, ელექტრონიკა, კომპიუტერები, ბირთვული მასალები, ნავიგაციის და კავშირგაბმულობის სისტემები.”

ამიტომ, გაუგებარია, ამ შემთხვევაში, რას გვედავება შემოსავლების სამსახური. არც “აი,ფაქტი” ამტკიცებს, რომ სარეცხი მანქანების და მაცივრების ინტეგრალური სქემები ორმაგი დანიშნულების ნივთების ოფიციალური ნუსხის ნაწილია. 

რაც შეეხება “ჯი-პი-ეს” მოწყობილობებს, მაგალითად, “გარმინის” ბრენდის რადიონავიგაციის აპარატურას, ეს ხელსაწყო არის [852691] კოდის შემადგენელი ნაწილი და ის ოფიციალურად არის შეყვანილი ორმაგი დანიშნულების ნუსხაში. 

გთავაზობთ სქრინს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შედგენილი პირველივე სიიდან, სადაც სწორედ რადიონავიგაციის აპარატურა არის შეყვანილი ორმაგი დანიშნულების და ბრძოლისთვის მაღალ-პრიორიტეტული ნივთების ნუსხაში. 

AD 4nXeyErKLaBAHDbWgRy yHUOFhkf34Dh98QpfpoQ5i9WJHey2oKH3g8cWqWeKX3K
AD 4nXcP8IbH3E2FgrQ0zk6BqirzObSweohpC0BaQKrjgdjNNm 2Kut0 C5l Y8US ifof gGQyXV HGnKK9VDkQsHEaJhU4jNcWe0m0ZnX4trBNgjqQScquvUz7yHGakXNRT625lVrwDbGdoWLZ SHka avn8I ?key=9U8UyDjwIyUGgMC8kSJIlw

გარდა ამისა, “გარმინის” ჯი-პი-ეს მოწყობილობები რომ სწორედაც ბრძოლის ველზე გამოიყენება, ამას სტატიაში მოყვანილი ფოტო-დოკუმენტაცია ადასტურებს. 

AD 4nXd6W9CGMFr1jGeFCvfOW5gYUPbTxNRN3k85crEbAOH dNig vasHJXmpHVc HZGlmw 1p jUXjIpPsjni3Oe8PUwf3AHG9Cbz7wBsJXZLTY3jFLzMgLYM6kTyzYWHm 3DvPshvV1Udg1qof1vb5Yet 3M?key=9U8UyDjwIyUGgMC8kSJIlw

შემოსავლების სამსახური გვადანაშაულებს, რომ ერთმანეთთან ვაიგივებთ ბრძოლის ველისთვის მაღალ-პრიორიტეტულ და ორმაგი დანიშნულების საქონელს. ესეც ცრუ ბრალდებაა. 

სტატიის ავტორებს ბრძოლის ველისთვის მაღალ-პრიორიტეტული ნივთები ნახსენები აქვთ მხოლოდ ამ ფორმით: 

სტატიის ამონარიდი: ევროკავშირმა, აშშ-მ, იაპონიამ და დიდმა ბრიტანეთმა შეადგინეს იმ ნივთების ნუსხა, რომელიც ბრძოლის ველისთვის მაღალ-პრიორიტეტულია და რუსეთში მათი მოხვედრა დანაშაულია. სია რამდენიმეჯერ განახლდა, საბოლოოდ კი მასში 50 დასახელების პროდუქტია ჩამოთვლილი.

ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ ტერმინოლოგიით, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებშია გამოყენებული. 50 სანქცირებული პროდუქტის Ნუსხა, რომელიც ევროკავშირმა, აშშ-მ, იაპონიამ და დიდმა ბრიტანეთმა შეადგინეს, სწორედ ამ ტერმინოლოგიას იყენებს. 

AD 4nXf vgBn8L4Ocj1EWQIudZA4bEV8e8YQP4tQZZ4f4KQKNBOf1Fk37Zb4FzImjdwcEwtOoTBiE80 YubaFLITxLBJSA CkRZVH F1MaImuijcIq6C0n77i7nYBiqNWJvXwQEiEH3hVM65ONukcQuuIvL96B3?key=9U8UyDjwIyUGgMC8kSJIlw

შემოსავლების სამსახური წერს, რომ ჩვენს სტატიაში არ არის გათვალისწინებული სანქცირებულ პროდუქტთა რაოდენობის ცვლილება სხვადასხვა ეტაპზე – 2022-2024 წლებში. ესეც სიცრუეა, რადგან შესაბამისი ინფორმაცია ვიზუალიზაციის ქვემოთ გვაქვს მითითებული. 

AD 4nXc9D ErezMyCr eZMySeYioOX9F zSlaEp211hM0oMcvrYtbOtWaHnCwZNfDHn45HSiDCIqAuoCC

Რაც შეეხება იმას, რომ შემოსავლების სამსახურის თქმით, ჩვენს მიერ ნახსენებ “არც ერთ კომპანიას არ უფიქსირდება მაღალპრიორიტეტული სეს ესნ სასაქონლო კოდის  საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი, მათ შორის, არცერთი საბაჟო პროცედურა არ აქვს განხორციელებული შპს “ასტერი გრუპს“ და  შპს „ელექტრომექ-ბტს“. ეს, ფაქტობრივად, ადასტურებს იმ უკონტროლო სიტუაციას, რაც საქართველოს საზღვრებზე არის შექმნილი და სწორედ ეს ფაქტი უნდა იყოს შემოსავლების სამსახურისთვის საყურადღებო, მომავალში საქმის გამოძიების დაწყების საფუძველი. 

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური არაფერს ამბობს “აი, ფაქტის” მიერ ჩატარებულ ორ ექსპერიმენტზე, სადაც გადამზიდავი კომპანიები თავისი პირით გვეუბნებიან, რუსეთში სანქცირებული ტვირთის გატანის გამოცდილებაზე. 

მკითხველის საყურადღებოდ, Კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ “აი, ფაქტის” მიერ გამოქვეყნებული შვიდთვიანი გამოძიება ეფუძნება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს და სტატიაში ნახსენებ ყველა ფაქტი შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებით არის გამყარებული.

მასალაში გამოყენებული წყაროების სრული ჩამონათვალი ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ : მასალაში გამოყენებული წყაროები

Რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის პოზიციის ასახვას ჩვენს სტატიაში, შეგახსენებთ, რომ მასალის გამოქვეყნებამდე მათ პრესსამსახურს ოფიციალურ პირთან პირისპირ ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვეთ.  გვაინტერესებდა, როგორ აკონტროლებენ შექმნილ სიტუაციას, რა ჰგონიათ გამოსავალი იმისთვის, რომ სანქცირებული საქონელი ე.წ მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში არ აღმოჩნდეს, ან აპირებენ თუ არა ჩვენი სტატიით გამოაშკარავებული ფაქტების გამოძიებას. 

შემოსავლების სამსახურმა კვლავ ზედაპირული პასუხი გაგვცა და არც ინტერვიუზე დაგვთანხმდა. ამიტომ, მათ მიერ გამოგზავნილი ყველა წერილობითი პასუხი უცვლელად და სრულყოფილად დავურთეთ სტატიას. 

სტატიის ამონარიდი: “შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის ამსახველი ყველა დოკუმენტი კი აქაა.”

“აი, ფაქტის” ჟურნალისტური გამოძიება ემსახურება ქვეყანაში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენას, რათა მათზე მოხდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირება. ორმაგი დანიშნულების ნივთებით საგარეო ვაჭრობითაც ამ მიზნით დავინტერესდით და გამოსავლის გზებიც ვიპოვეთ. თუ შემოსავლების სამსახურს სიტუაციის გამოსწორება ნამდვილად უნდა, შეუძლია ჩვენს მიერ მოპოვებული, ლიეტუვის მაგალითით იხელმძღვანელოს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დახურულ კარს მიღმა: როგორ მიდის გელათის რეაბილიტაციის პროცესი? – შეჯამება
გელათის რეაბილიტაცია - შეჯამება

დახურულ კარს მიღმა: როგორ მიდის გელათის რეაბილიტაციის პროცესი? – შეჯამება

გელათის მონასტერი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და ჩვენი ქვეყნის მდიდარი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share