fbpx

გვექნება სამართლიანი არჩევნები 2024 წელს? – შეჯამება

არჩევნები საქართველოში - ცესკო

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ გავაუმჯობესებთ საარჩევნო სისტემას და უზრუნველყოფს თუ არა ეს სისტემა სამართლიან, დემოკრატიულ არჩევანს.  

(შეგახსენებთ, 2024 წელს საქართველოში პროპორციული არჩევნები პირველად ჩატარდება)

რას ითხოვს ევროკავშირი ამ ნაწილში? გავითვალისწინოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ვენეციის კომისიის ის რჩევები, რომელსაც წლებია გვაძლევენ.

ჩვენი კვლევით, სამი ძირითადი საკითხი, რომელიც უნდა გაგვეუმჯობესებინა, ასე გამოიყურება:

  1. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ყოფილიყო მოლაპარაკებებსა და გამჭვირვალე პროცესზე დაფუძნებული;
  2. მკაცრად გაგვეკონტროლებინა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და აგიტაცია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ სივრცეში;
  3. საარჩევნო სისტემაში დაგვენერგა ახალი ტექნოლოგიები.

სპეციალისტებისა და პროცესში ჩართული მხარეების შეფასებით, ამ რეკომენდაციებიდან სრულფასოვნად არცერთი შესრულებულა. მიღებული ცვლილებებით კმაყოფილი არც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. აი, რა მდგომარეობაა ახლა:

  • აქამდე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ასახელებდა. ახლა კი, ყველასთვის მოულოდნელად მმართველი პარტია აპირებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინოს. ეს ზრდის იმის რისკს, რომ ამ თანამდებობას “ქართული ოცნების” სასურველი კანდიდატი ადვილად დაიკავებს. 
  • ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევაში გაიზარდა ჯარიმის რაოდენობა.  იურისტებისა და პოლიტიკური პარტიების შეფასებით, ეს ცვლილება ქმედითი ვერ იქნება, რადგან ჯარიმის ოდენობის გაზრდა მმართველ პარტიას ვერ შეაჩერებს.
  • არსებული პუნქტებიდან ყველაზე უკეთ შესრულებული ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ნაწილია. 2024 წელს არჩევნები საქართველოში ელექტრონულად ჩატარდება, ანუ ელექტრონულად ჩატარდება ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმების დათვლისა და ოქმის შედგენის პროცედურები. თუმცა, გამოწვევა აქაც თვალსაჩინოა: არ ვიცით, რამდენად მომზადებული იქნებიან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ ცვლილებისთვის და რამდენად კარგად შეძლებს ცესკო ამომრჩევლამდე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიტანას. აქტიური სამუშაოები ამ მიმართულებით ჯერ არ დაწყებულა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ამ ნაწილშიც ბევრი პრობლემა იჩენს თავს.

ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი ცვლილებები, სათანადოდ შესრულების შემთხვევაში, გააუმჯობესებდა ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობას და საერთო ჯამში, დაეხმარებოდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ვრცლად საარჩევნო სისტემის მდგომარეობის შესახებ ჩვენს სიღრმისეულ სტატიაში წაიკითხავთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
კიბერდანაშაულის გამოძიება: ჟურნალისტის სახელმძღვანელო
კიბერ დანაშაული საქართველოში - გამოძიება ჟურნალისტებისთვის

კიბერდანაშაულის გამოძიება: ჟურნალისტის სახელმძღვანელო

ეს თავი, რომელიც განიხილავს კიბერდანაშაულის გამოძიებას, ეკუთვნის ქეით ფაზინის

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
პარლამენტარმა ხაბულიანმა ხმა ოცნების სასარგებლოდ გაყიდა

პარლამენტარის ხმის საფასური – რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა  ხაბულიანმა ხმა “ქართულ ოცნებას”

ავტორები: აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე კომენტარები

Total
0
Share