“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებებს გპირდებით.
პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
განათლება: 2007 წელი – შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ხელოვნებათმოცდნეობა და სოცილური მეცნიერებების ფაკულტეტი;
2014 წელი – რიჯენთსის უნივერსიტეტი ლონდონი
გამოცდილება: 2007 – 2008 წლები – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი;
2010 – 2011 წელი – თბილისის მე-9 საჯარო სკოლა, ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი;
2010 – 2011 წელი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სპეციალისტი;
2016 წელი – ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი,“ ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი;
2016 – 2018 წელი – მოდის სახლი შპს „დალოოდი,“ გენერალური დირექტორი
2018 – 2019 წლები – ბრიტანეთის საბჭო (British Council) – დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი, ახალგაზრდული ბორდის წევრი
2020 წელი – მულტიდისციპლინარული ხელოვნების მენეჯმენტის პლატფორმა, დამფუძნებელი
რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, ილო მოსაშვილის ქ. #18
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
ოჯახის წევრები: მეუღლე – გიორგი ანთაძე (დაიბადა რუსეთში, ვოლგოგრადში 1979 წელს). შვილი – გაბრიელი ანთაძე დაიბადა 2015 წელს დიდ ბრიტანეთში.
ხელფასი პარლამენტიდან: 2022 და 2021 წლის დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ აქვს.
საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი National Westminster Bank-ში, ლონდონში.
უძრავი ქონება: 80 კვ.მ.კომერციული ფართი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ფართის ნახევარს ფლობს დედა – ნანა შუკვანი. როგორც ამონაწერიდან ირკვევა, 2018 წელს ფართი მიაქირავეს სს “გეფას” (ჯი-პი-სი აფთიაქს). ამ ფართში დღესაც აფთიაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ იჯარით მიღებული შემოსავალი დეპუტატს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. ბაია კვიციანის საკუთებაშია 164 კვ.მ. ბინა თბილისში, ეკატერინე გაბაშვილის N7 -ში. ორივე ქონება ბაიას აჩუქა მამამ, კანდიდ კვიციანმა, რომელიც ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო (მესტიის მაჟორიტარი), 1990 – 1992 წლებში და 2008 – 2012 წლებში ნაციონალური მოძრაობიდან.
ბიზნესი: შპს „ედუკო მულტიდისციპლინარული ხელოვნების მენეჯმენტის პლატფორმა“ – მთლიანი წილი სამართავად აქვს გადაცემული ირაკლი ქუთათელაძეზე
ფეისბუქის ანგარიში: https://www.facebook.com/Baya.Kvitsiani/
იხილეთ ასევე:
ირმა ზავრადაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ეკა სეფაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
გენრიეტა წიწავა – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები