fbpx
Beka Odisharia

ბექა ოდიშარია 

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ გამოძიებებს გპირდებით. 

პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

განათლება:

1998 წელი – თსუ, ჟურნალისტიკა;

2002 წელი – ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, იურისტი, ეკონომისტი;

სამუშაო გამოცდილება: 

1995 – 1998 წლები – თბილისის ბიზნეს ცენტრი, სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტი და პროექტების მენეჯერი;

2004 წელი – სს „ნავთობის ეროვნული კომპანია”, გენერალური დირექტორის მოადგილე; ნავთობკომპანიები „საქნავთობი-სამგორი“, „კანარგო ჯორჯია“, ნინოწმინდის ნავთობის კომპანია“, „საქნავთობი ნორიო“, საკოორდინაციო საბჭოს წევრი;

2005-2009 წლები – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, „იორის ველის ნავთობის და გაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი;

2010-2016 წლები – შპს ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანია, გენერალური დირექტორი;

2013 წლიდან დღემდე – საზოგადოება „თბილისელი”,  მზრუნველთა საბჭოს ხელმძღვანელი;

რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, რუსუდან მეფისაშვილის ქ. #25ა

დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი

ოჯახის წევრები:  მეუღლე – მარიამ გამცემლიძე, შვილები – დაჩი და მანანა ოდიშარიები

უძრავი ქონება: 

43 კვ.მ ბინა დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე; 

400 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მცხეთაში, საგურამოში, რომელიც 2007 წელს 4 ათას აშშ დოლარად იყიდა;

45 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ბათუმში, ადლიის დასახლებაში 2011 წელს შეიძინა;

1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი თბილისში, ვარკეთილის მეურნეობაში;

357 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი თბილისში, ბერძნის ქუჩაზე;

ჯამში 528 კვ.მ სამი ბინა სამ სართულზე და 40 კვ.მ სამეურნეო ფართი თბილისში, თაბორის მთაზე;

“რენჯ როვერის” და “ტოიოტა ლენდ კრუიზერის” ტიპის ორი მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 2018-2020 წლებში 63,000 აშშ დოლარი გადაიხადა;

43 ფერწერული ტილო, რომელშიც 1998-2006 წლებში 81,500 ლარი გადაიხადა. მხოლოდ ორი მათგანი ერგო მემკვიდრეობით. 

ოჯახის წევრების უძრავი ქონება: 

ბექა ოდიშარიას მეუღლე მარიამ გამცემლიძე ფლობს “ვრანგლერ სპორტის” ფირმის ჯიპის ტიპის ავტომობილს, რომელიც 2021 წლის ბოლოს 15 ათას აშშ დოლარად შეიძინა. 

ხელფასი პარლამენტიდან: 

2023 წლის დეკლარაციის მიხედვით 2022 წელს ბექა ოდიშარიას ხელფასი პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე 53,450 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,454 ლარია. 

Სხვა შემოსავალი: აქციებით 2022 წელს 57,646 ლარი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, ბექა ოდიშარია ფლობს სს “ბათუმი ბულვარ საიდის” ფასიან ქაღალდებს. 

ბიზნესი: ბექა ოდიშარია არის შპს “ანაბაზისის” და შპს “ძველი ქალაქის” მფლობელი. 2016 წლიდან მის წილებს მართავს თეონა კვინიკაძე. 

Შემოწირულობა: ოდიშარია პოლიტიკური პარტიების მსხვილი შემწირველია. 2012 წელს ენმ-ს 30,000 ლარი ჩაურიცხა, 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 40 ათასი, სალომე ზურაბიშვილს კი 2018 წელს 60 ათასი ლარი შესწირა. 

ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/beka.odisharia.58

იხილეთ ასევე: 

სოზარ სუბარი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

იქტორ ჯაფარიძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები 

მაკა ბოჭორიშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

მაია ბითაძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
არის თუ არა პოლიციელის ჩვენება უტყუარი მტკიცებულება?
policielis chveneba

არის თუ არა პოლიციელის ჩვენება უტყუარი მტკიცებულება?

ახლა თუ პოლიციელი სამხრე კამერას არ ჩართავს, პასუხსაც არავინ მოსთხოვთ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share