fbpx
rus kompania

ჩვენი ბიუჯეტის ფულით რუსული კომპანია მდიდრდება

რუსულმა კომპანიამ 2015-2017 წლებში საქართველოს სამთავრობო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ 30 ტენდერში გაიმარჯვა. ჯამში კი 15 მილიონ ლარამდე თანხა ბიუჯეტიდან მიიღო. ამ სამთავრობო უწყებებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროც მოხვდა, რომელმაც შპს “ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას” 875 ათას ლარზე მეტი დაცვის პოლიციის ადმინისტრაციული შენობების ასაშენებლად გადაუხადა.

შპს “ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში” 2015 წლის 21 მაისს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი რუსული კომპანია შპს “ვლადნეფტპროდუქტია,” რომლის მესაკუთრე ლარისა ხადიკოვაა. საქართველოში წარმომადგენლობის გახსნიდან 1.5 თვეში კომპანიამ უკვე პირველი, 296,219 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან.”

რუსეთში მოღვაწე “ვლადნეფტპროდუქტი” თევზეულის, მოლუსკებისა და სხვა საკვები პროდუქტის ვაჭრობითაა დაკავებული. მისი ქართული ფილიალი კი გზების, წყლის სისტემების, შენობების მშენებელობისა და რემონტის მიზნის გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს. ამჟამად კომპანიის დირექტორი რევაზ რაზმაძეა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
კახეთს წყალი არ აქვს: ნასესხები 29 მილიონი უშედეგოდ დაიხარჯა
kakheti wyali

კახეთს წყალი არ აქვს: ნასესხები 29 მილიონი უშედეგოდ დაიხარჯა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share