fbpx
kibo

“მოდური” კიბო – ნაწილი 2

ავტორი: ცქრიალა შერმადინი

ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში 14-ჯერ გაიზარდა და ავთვისებიან სიმსივნეებში მკერდის კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა.

ჟურნალისტმა ცქრიალა შერმადინმა ეს დაავადება საკუთარ თავზე გამოსცადა. მოგვიანებით კი მკურნალობის ქართულ მეთოდებსა და დიაგნოზირების სირთულეებზე ფილმიც მოამზადა.

2012 წელს საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2016 წელს ეს რიცხვი 892-მდე გაიზარდა. 850 შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წელს და 195 ახალი შემთხვევა 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ზრდა სხვა ქვეყნების პრობლემაცაა. 2018 წლის ივლისში ჟურნალი “New England Journal of Medicine” წერდა, რომ აშშ-ში ბოლო 25 წლის მანძილზე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი უცვლელი დარჩა.

ჟურნალი ამ სახის სიმსივნით სიკვდილიანობის უცვლელი მაჩვენებელს ჰიპერდიაგნოსტიკას უკავშირებდა. რახან ავლენდნენ ისეთ დაავადებას, რომელიც არ არის კლინიკური ავადმყოფობის ან სიკვდილის მიზეზი.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2016 წელს ფარისებრი ჯირკვლის 2,218 ოპერაცია ჩატარდა, სადაც ბიოფსიამ ავთვისებიანი სიმსივნის ნიშნები არ აჩვენა. 2017 წელს ასეთი 1,907 ოპერაცია გაკეთდა.

ოპერაციათა რიცხვის განსაკუთრებული ზრდა 2013 წლიდან იწყება, მას შემდეგ რაც საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ოპერაციის ღირებულების 70 პროცენტს აფინანსებს.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების ზრდის ერთ-ერთი მიზეზად გარემოს დაბინძურება სახელდება, მათ შორის ჰაერის დაბინძურება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა სტურუა ამბობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი მოდური გახდა. იგი აღიარებს, რომ ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს გეგმა, თუ რა კვლევები უნდა ჩატარდეს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ზრდის მიზეზების დასადგენად.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“აი, ფაქტმა” სასამართლო დავა მოიგო: გაიგეთ, რა წერია მთავრობისა და “ბიტფურის” კონტრაქტში
ბიტფური და ბიტკოინი საქართველოში

“აი, ფაქტმა” სასამართლო დავა მოიგო: გაიგეთ, რა წერია მთავრობისა და “ბიტფურის” კონტრაქტში

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share