fbpx
kandidati

დაჭრილი კანდიდატი თავს უკეთ გრძნობს

19 ოქტომბერს ყიზილაჯლოში დაჭრილი “ქართული ოცნების” კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოვდაროვი ამბობს, რომ მას პოლიტიკური დაპირისპირების გამო ესროლეს. ჩოვდაროვი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს.

“მე ვეჭვობ ერთ ადამიანზე, რომელსაც ამის გაკეთება შეეძლო,” უთხრა ჯერ კიდევ საავადმყოფოში მყოფმა ჩოვდაროვმა “აი, ფაქტს”. “მე ყველაფერი მოვუყრევი პოლიციას და გამომძიებლები ამ ადამიანს დაკითხავენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მომხდარა პირადი ანგარიშსწორების მიზნით.”
პოლიცია ჩოვდაროვს სამშაბათს შვიდი საათის მანძილზე კითხავდა.

ყიზილაჯლოში სროლისას ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჩოვდაროვის მდგომარეობა ყველაზე მძიმე იყო. თავდასხმისას ჩოვდაროვი მის თანმხლებ პირებთან ერთად საარჩევნო უბნიდან 60 მეტრის დაშორებით, საკვებ ობიექტთან იმყოფებოდა. ორი დღის შემდეგ ადგილობრივებმა ჩოვდაროვი თავიანთ წარმომადგენლად აირჩიეს.

ჩოვდაროვი მუცლის არეშია დაჭრილი და ჯერ არ იცის, როდის მისცემენ ექიმები საავადმყოფოს დატოვების უფლებას.

“თავს უკეთ ვგრძნობ, შემიძლია დგომა და სიარული,” ამბობს ჩოვდაროვი, რომელიც საჯარო სამსახურის დაწყებას გამოწერისთანავე გეგმავს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დაუჯერებელი ამბები ბავშვთა საავადმყოფოებიდან
bavshvta saavadmyofo

დაუჯერებელი ამბები ბავშვთა საავადმყოფოებიდან

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share