fbpx
Estonia

რა უშველა ბალტიის ქვეყნების ეკონომიკას EU-ს კანდიდატის სტატუსმა?

ბალტიის ქვეყნები 1990-ან წლებამდე ჩვენს ბედს იზიარებდნენ – საბჭოთა უღელში იყვნენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ სამ ქვეყანას ჩვენსავით მძიმე დღეები არ დადგომია და მალევე გაიკვალეს გზა ევროპის კავშირისკენ. თუმცა, როგორც მკვლევრები წერენ, გაწევრიანების პროცესი რთული იყო – მათი მეზობელიც ხომ რუსეთია, რომელიც პატარა ქვეყნების წარმატებას კატეგორიულად ვერ ეგუება. ევროპელები კი ფრთხილობდნენ, ბალტიის ქვეყნების გაწევრიანებით რუსეთი ზედმეტად არ გაეღიზიანებინათ.

რამეს ხომ არ გახსენებთ ეს ვითარება? – ჩვენი ქვეყანა ახლა გადის ამ გზას.

ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი ბალტიის ქვეყნებმა გაწევრიანებამდე 10 წლით ადრე მიიღეს. სამი ქვეყანა ევროპის კავშირის წევრი 2004 წელს გახდა. მანამდე კი ბევრი რეფორმის გატარება და საბჭოთა წყობიდან ევროპულ წყობაზე გადასვლა მოუწიათ.

ქვეყნის სიმდიდრე და ცხოვრების დონე მეტწილად იმით ისაზღვრება, თუ რამდენია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი და როგორ ნაწილდება ის ერთ სულ მოსახლეზე. რატომ მივადექით ამ საკითხს? იმიტომ, რომ ადამიანებს კარგი ცხოვრება მოსწონთ, იზიდავთ. ყველას მეტ-ნაკლებად ნორმალური ან კარგი ცხოვრებისთვის კი ქვეყნის სიმდიდრე, ეკონომიკის მოცულობა და ამ სიმდიდრის განაწილება მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ბალტიის ქვეყნებმა როცა კანდიდატის სტატუსი მიიღეს, უფრო ღარიბები იყვნენ, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კი სამივე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით, თითქმის, ერთნაირი ტემპით გაიზარდა.

მაგალითად, 1995 წელს ლიეტუვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1,850 დოლარი იყო, კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე კი ეს მაჩვენებელი 6,700 დოლარამდე გაიზარდა. ახლა კი 25,000 დოლარია ერთ სულ მოსახლეზე.

აქვე გიზიარებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს ამ სამი ქვეყნის შესახებ.

ლიეტუვა

Lithuania

ლატვიის შემთხვევაც განვიხილოთ. 1995 წელს ლატვიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2,160 დოლარი იყო, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ზრდა დაიწყო და 2004 წელს 6,340 დოლარს მიაღწია; ახლა კი 21,310 დოლარია.

latvia

მოსახლეობით ჩვენზე მცირე ესტონეთი კი ამ სამეულის ლიდერია. 1995 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აქ 2,720 დოლარი იყო, კანდიდატის სტატუსის მიღებიდან დაწყებულმა ზრდამ გაწევრიანებისას ანუ 2004 წელს – 8,920 დოლარს მიაღწია, ახლა კი 27,970 დოლარია.

Estonia

ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამ იქნებ ჩვენს ეკონომიკასაც უშველოს. იფიქრეთ ამაზე. ახლა ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეფარდებით 5,620 დოლარია.

Georgia

ბალტიის ქვეყნების წყალი გადმოგვსხმოდეს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვინ შეაჩერებს ქვათაცვენას? – საჩხერეში კარიერი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის 
Screenshot 2022 06 15 at 11.30.18

ვინ შეაჩერებს ქვათაცვენას? – საჩხერეში კარიერი მოსახლეობას საფრთხეს უქმნის 

კარიერი ნელ-ნელა იშლება, მთები იხსნება და ლოდები უკვე სამი კვირაა სცვივა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share