გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” არაკომერციული მედიაა, რომელიც 2016 წელს ნინო ბაქრაძემ და ნინო გაგუამ დააფუძნეს. “აი, ფაქტის” მიზანი თავიდანვე იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება გასაგები ფორმით.
“აი, ფაქტი” არის გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელების წევრი, ისეთების როგორიცაა Organized Crime and Corruption Reporting Project (OCCRP) და Global Investigative Journalists Network (GIJN). შესაბამისად, ჩვენი მასალები ექვემდებარება საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს ბალანსის დაცვას, მიუკერძოებლობასა და ფაქტების გადამოწმება-სიზუსტეს. სწორედ ამ კრიტერიუმების გამო ჩაერთო “აი, ფაქტი” საერთაშორისო საგამოძიებო პროექტებში. ბოლო ასეთი და ყველაზე გახმაურებული “პანდორას დოკუმენტები” იყო.
ამჟამად “აი, ფაქტს” აქვს ორი ოფისი, თბილისა და ქუთაისში. იმერეთის ოფისი გაიხსნა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. “აი, ფაქტის” ქუთაისის ოფისში მუშაობს ორი ჟურნალისტი, თბილისის ოფისში კი – ხუთი.
ჩვენ ვარსებობთ საერთაშორისო დონორებისა და კერძო შემომწირველების მხარდაჭერით. თქვენც შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი ჩვენს საქმიანობაში და მოგვცეთ მეტ თემაზე სიღრმისეულად მუშაობის შესაძლებლობა. ფინანსური მხარდაჭერის გამოსახატად ეწვიეთ დონაციის გვერდს.
“აი, ფაქტის” მხარდამჭერები მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ ან დღემდე არიან: “პროექტი ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევა” (OCCRP), Global Investigative Journalism Network (GIJN), ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, “ღია საზოგადოების” ფონდი, National Endowment for Democracy, Prague Civil Society Centre, Friedrich Naumann Foundation, European Endowment for Democracy, International Media Support, N-ost.
ორგანიზაციის სახელწოდება: გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 402035962
ფაქტიური მისამართი: ჭოველიძის 4ა.
ელ. ფოსტა: info@ifact.ge
ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი: GE97TB7005645067800005