ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლო დავა წააგო. იგი შვეიცარული ბანკის “კრედიტ სუისის” ბანკირს მისი ფულის გაფლანგვას ედავებოდა.
Mandalay Trust სინგაპურში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომლის ბენეფიციარებია ივანიშვილი, მისი ცოლი და სამი შვილი. 2005 წელს ივანიშვილმა Mandalay Trust-ის ანგარიშიდან “კრედიტ სუისის” სინგაპურის ფილიალში 550 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.
Mandalay Trust-ის შესახებ ინფორმაცია ჩვენ “პანამის დოკუმენტებში” ვიპოვეთ.
“კრედიტ სუისი” შვეიცარული ბანკია. მისი ბანკირი, პატრიკ ლესკადრონი ახლახანს გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც მან 10 თვე გაატარა თაღლითობისთვის. ივანიშვილი სწორედ ლესკადროს სდებდა ბრალს მისი ფულის გაფლანგვაში და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში, ბერმუდასა და სინგაპურში.
The Singapore Strait Times-ის ინფორმაციით სინგაპურელმა მოსამართლემ უარი თქვა საქმის განხილვაზე, რადგან დანაშაული შვეიცარიაში მოხდა და ის შვეიცარულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.