fbpx

Როგორ პასუხობს მერია ხალხის პრობლემებს მარელისსა და ბორში? 

Screenshot 2022 02 07 at 14.01.42 1

“აი, ფაქტი” აგრძელებს იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრებს და მათი პრობლემების მერიის ყურამდე მიტანას. გასულ კვირას ხარაგაულის ორ სოფელს ვესტუმრეთ. როგორც მთელ იმერეთში, აქაც უწყლობა და უგზობა აწუხებთ. 

Მარელისში, ბერეწმინდის უბნის მცხოვრებლებს მერის წარმომადგენლის მოადგილესთან ერთად შეხვდვით. აქ 110 ოჯახია რეგისტრირებული, თუმცა ზამთარში სოფელი იცლება. ბერეწმინდის უბანს ზაფხულში წყალი თითქმის არ აქვს. 

Screenshot 2022 02 07 at 14.04.54 1
მარელისის მკვიდრი პაატა მაღრაძე და მერის წარმომადგენლის ასისტენტი ლევან მაღრაძე.

“ზამთარში კი არის ყველგან წყალი, სამი კილომეტრიდან მაქვს გამოყვანილი წვრილი მილით და ოთხი ოჯახი ვართ იმ წყალზე. აგვისტოში რომ ჩამოვლენ, მერე წყალი აღარ არის,”- გვითხრა პაატა მაღრაძემ.

Მერის წარმომადგენლის მოადგილემ ლევან მაღრაძემ გვითხრა, რომ წყლის პრობლემის მოგვარება შეიძლება გადაწყდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით. წელს მარელისისთვის სულ 12 ათასი ლარია გამოყოფილი და 14-დან ერთი პრიორიტეტული პრობლემა უნდა აარჩიონ. 

“Მომავალ კვირაში იქნება ცნობილი, როდის ჩატარდება სოფლის საერთო კრებების დღე. ამ კრებაზე ქალაქში მცხოვრებლებიც ჩამოვლენ, სხვა უბნელებთანაც მექნება კომუნიკაცია და ამ წყლის პროექტის არჩევის შემთხვევაში, ბატონი მერი შეპირებულია, რომ თანხას გვიორმაგებს, თვითონ ‘არტეზიული ჭის’ გაკეთება დაფინანსდება,”- გვითხრა ლევან მაღრაძემ.

Რაც შეეხება ბერეწმინდის საუბნო გზის მოწესრიგებას, მაღრაძემ გვითხრა, ამაზე რთული მდგომარეობა მარელისის სხვა უბნებშია და ჯერ იქ უნდა გავაკეთოთო. 

“აი, ფაქტი” ბორის მოსახლეობასაც შეხვდა 

გზა და წყალია მთავარი გასაჭირი Სოფელ ბორშიც. Სკოლისკენ და მეორე სოფლის მაღაზიისკენ მიმავალი გზა სავალალო მდგომარეობაშია და ცუდ ამინდში მისი ფეხით გავლა შეუძლებელია. საუბნო გზებიც ისეთი მოუწესრიგებულია, რომ Წვიმაში მოძრაობა მაღალი გამავლობის მანქანებსაც უჭირთ. 

უწყლობა ბორში ოცამდე ოჯახს აწუხებს. ეზოებში ჭები კი გაჭრეს, მაგრამ წყალი არ ამოვიდა. სასმელ და სარეცხ წყალს ძველი წყაროდან ეზიდებიან, Ზაფხულში კი ყიდულობენ. 

ადგილობრივები იმაზეც წუხან, რომ მაღაზია არ აქვთ და არც სამარშრუტო ტაქსი ემსახურებათ. 

Ბორის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩვენთან ერთად სოფლის წარმომადგენელი პაატა ბერაძეც უნდა დასწრებოდა. თუმცა, Სოფელში ჩასულებს გვითხრა, რომ მოსვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა. Მისმა მოადგილემ კი ტელეფონზე არ გვიპასუხა.

Screenshot 2022 02 07 at 14.07.27 1
შეხვედრა ბორის მოსახლეობასთან

Სოფლის წარმომადგენელს მობილურით ვესაუბრეთ და ვკითხეთ, რის გაკეთებას აპირებენ ბორში, ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

პაატა ბერაძემ გვითხრა, რომ სოფელში წელს ორ ჭაბურღილს გააკეთებენ და საუბნო გზებზე ბეტონის საფარს დააგებენ. დაგვპირდნენ, როცა გავაკეთებთ, დაგირეკავთ, მობრძანდით და გადაიღეთო. 

“აი, ფაქტი” თვალს მიადევნებს, შესრულდება თუ არა გაცემული დაპირება. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ პასუხობს მერია ხალხის პრობლემებს საჯავახოში?
Screenshot 2022 02 15 at 11.04.31 1 1

როგორ პასუხობს მერია ხალხის პრობლემებს საჯავახოში?

სოფელში 362 ადამიანი ცხოვრობს და აქაურების საერთო პრობლემა უწყლობაა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share