“აი, ფაქტის” მისია
„აი, ფაქტის“ მისიაა საქართველოში განავითაროს საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება, მეტად იყვნენ ჩართული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
“აი, ფაქტს” ქმნის მებრძოლი, გულანთებული, ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალი ქალების გუნდი. “აი, ფაქტი” ეფუძნება პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის პრინციპებსა და მძლავრ ორგანიზაციულ მექანიზმებს, რაც გვეხმარება მაღალი ხარისხისა და სანდო მედიაპროდუქტის შექმნაში.
“აი, ფაქტი” იმისთვის შეიქმნა, რომ ქვეყანაში არსებული მედიაგარემო განავითაროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმგვარ ჟურნალისტურ საქმიანობას, რომელიც მკითხველს გაუჩენს ნდობასა და კეთილგანწყობას ქართული მედიისადი.
„აი, ფაქტის“ გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს, რომ მოგიყვეთ სისტემურ ხარვეზებსა და იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც აზიანებს საზოგადოებას და მის მომავალს. ჩვენს მიერ სხვადასხვა თემაზე მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებები ყოველთვის მრავალჯერ გადამოწმებულ ფაქტებს ემყარება და საუკეთესო პროფესიული სტანდარტის დაცვითაა მომზადებული, ამიტომაც იწვევს დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში.
მედიაში ამ ღირებულებების გავრცელება “აი, ფაქტის” ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამას ვასწავლით ჟურნალისტების მომავალ თაობასაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით.
ჩვენ ვააშკარავებთ იმ სისტემურ ხარვეზებსა თუ ცალკეულ შემთხვევებს, რომელიც აზიანებს საზოგადოებას და ხელს უშლის ქვეყნის სამომავლო განვითარებას. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები ეფუძნება ინფორმაციისა და ფაქტების მრავალჯერ გადამოწმებას და საუკეთესო პროფესიულ სტანდარტს. ამიტომაც სარგებლობს “აი,, ფაქტის” მასალები საზოგადოების ნდობით.
მაღალი ხარისხის ჟურნალისტური ღირებულებების წახალისება “აი, ფაქტის” ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ესაა ის, რასაც ჩვენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით მომავალ თაობებს ვასწავლით.
“აი, ფაქტის” ღირებულებები
„აი, ფაქტის“ არსებობა და საქმიანობა შემდეგ ღირებულებებს ეფუძნება:
- დამოუკიდებლობა – ჩვენ პოლიტიკური და კომერციული გავლენებისგან დამოუკიდებელი ვართ სარედაქციო გადაწყვეტილებებში. ვიძიებთ იმ ამბებს, რომელიც სხვა მედია ორგანიზაციების ყურადღების მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემები მოსახლეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
- პატიოსნება, მიუკერძოებლობა, სანდოობა – ჩვენი გამოძიებები ემყარება გადამოწმებულ ფაქტებს, დაბალანსებულია და არსებული პრობლემის ყველა მხარეს გთავაზობთ.
- სიცხადე – ჩვენ ბევრ დროს ვხარჯავთ რთული, ჩახლართული, უსასრულო ამბების მარტივად და ყველასთვის გასაგებ ენაზე მოსათხრობად.
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება – ეს გვეხმარება დავრჩეთ გულანთებულ, ენთუზიაზმით სავსე პროფესიონალებად და კარგი მაგალითი ვიყოთ ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის.
- რესპონდენტის საუკეთესო ინტერესი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რესპონდენტებთან ვიყოთ გულწრფელი, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი მიზნებისა და საქმიანობის შესახებ და ასევე საჭიროების შემთხვევაში ბოლომდე დავიცვათ ანონიმური წყაროების ვინაობა.
- კარგი მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა – ჩვენ გვჯერა, რომ კარგი მმართველობა მნიშვნელოვანია საზოგადოების ინტერესის დასაცავად, ამიტომ, ჩვენ ვიცავთ კარგი მმართველობის პრინციპს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე ხელს ვუწყობთ კარგი კანონის უზენაესობის ხელშეწყობას სახელმწიფოს მმართველობაში.