fbpx
mukhtarli

აზერბაიჯანელი მესაზღვრე მუხთარლის პროცესზე ისევ არ გამოცხადდა

აზერბაიჯანელი მესაზღვრე, რომელიც ჟურნალისტ აფგან მუხთარლის თავდასხმაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესზე უკვე მეორედ არ გამოცხადდა.

მუხთარლის, რომელიც თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის გაიტაცეს და საზღვარზე გადაიყვანეს. მას ბრალად ედება საზღვრის უკანანო კვეთა, 10,000 ევროს არადეკლარირებულად საზღვარზე გადატანა და მესაზღვრე გაფურ მამადოვზე თავდასხმა.

თუმცა, მამადოვი ოთხშაბათს, ქალაქ შაქში, სააპელაციო სასამართლოს მოსმენაზე არ გამოცხადდა. ის სასამართლო პროცესს არც 2 მარტს დაესწრო. მაშინ მოსამართლემ განაცხადა, რომ მამადოვს პროცესზე დასწრების მოთხოვნას გაუგზავნიდა.

აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მოწმის ასეთი ქმედების მიზანია ის, რომ მისი საქმე შეწყალების კომისიამ არ განიხილოს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის კომისია მომდევნო კვირას 5,000-მდე საქმეს განიხილავს. ხოლო ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აზერბაიჯანში 20 მარტს იწყება.

“რატომ ელოდებით აზერბაიჯანელ მესაზღვრეს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია,” – უთხრა მუხთარლიმ სასამართლოს.

ნათესავის თქმით, მუხთარლი ციხის საკანში ოთხ ადამიანთან ერთად ცხოვრობს და სხვა დაწესებულებაში გადაყვანას ელოდება.

სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოსმენა 3 აპრილს, 10 საათზე შედგება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აზერბაიჯანელმა ექიმმა საქართველოში ოპერაციები ლიცენზიის გარეშე ჩაატარა
ekimi

აზერბაიჯანელმა ექიმმა საქართველოში ოპერაციები ლიცენზიის გარეშე ჩაატარა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share