fbpx

ვინ აკეთებს ქუთაისის Მუზეუმის ჭერს? 

cheri 1

წელს, აგვისტოში ქუთაისის მერიამ ეროვნული მუზეუმის გარემონტება გადაწყვიტა. ამისთვის, 18000-ლარიანი ხელშეკრულება “ქართული ოცნების” წევრის შვილის კომპანიას გაუფორმეს. კომპანიამ საგამოფენო დარბაზში შეკიდული ჭერი უნდა მოაწყოს. 

შპს “ელ თი ბი ჯგუფი”, რომელმაც ტენდერი მოიგო, ბექა საღინაძისაა. ის ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-უკეთესი მომავლისათვის“ თავმჯდომარის, იმედა საღინაძის ვაჟია. იმედა საღინაძე ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატიცაა.

‘’ელ თი ბი ჯგუფისათვის’’ ეს პირველი მოგებული ტენდერია. კომპანია 2020 წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა. 

“ოცნების” წევრის შვილის გარდა, მერიას არჩევანის გაკეთება კიდევ 4 პრეტენდენტს შორის შეეძლო. Მუზეუმის ჭერის მოწყობის სურვილი გამოთქვეს კომპანიებმა “გ.გ” , “TU-KA’’, “მერიდიანი” და “იურო”.  ვკითხეთ, რის გამო დაიწუნა მერიამ მათი შეთავაზებები. 

შპს “TU-KA’’ იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოცდილი კონტრაქტორია. კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ გამარჯვებულმა მასზე ლარით ნაკლები თანხა დააფიქსირა. ტენდერში მათი დამარცხების მიზეზიც ეს გახდა. 

 ტექნიკური დოკუმენტაციის დაგვიანებით ატვირთვის გამო ვერ გაიმარჯვა შპს “იურომ”. კომპანია “გ.გ.’’-მ კი სამუშაოებისთვის გამარჯვებულზე 200 ლარით მეტი თანხა მოითხოვა. 

“Მერიდიანთან” დაკავშირება ვერ შევძელით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Ხარაგაულის მერიის ბიუჯეტით მერის ძმა ხეირობს
kharagaul 1

Ხარაგაულის მერიის ბიუჯეტით მერის ძმა ხეირობს

Ზურაბ ლურსმანაშვილმა, როგორც ინდ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share