fbpx
OCCRP 1024x683 1

OCCRP-მ Skoll Award მიიღო

„ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტმა“ (OCCRP), რომლის ინიციატივითა და ხელშეწყობითაც დაფუძნდა „აი, ფაქტი,“ მიიღო 2020 წლის ჯილდო სოციალური მეწარმეობის წასახალისებლად. The Skoll Foundation-მა, ჯამში, 1.5 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო OCCRP-ის იმ სოციალური მეწარმეების დასახმარებლად, რომელთა შრომასა და ინოვაციას უკვე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მსოფლიოსთვის საჭირბოროტო თემებზე.

„ახლა, როცა პანდემია ებრძვის მსოფლიოს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ მეტი კორუმპირებული ლიდერებისა და კრიმინალური ჯგუფების შესახებ, რომლებიც მათ ხარჯზე სარგებლობენ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ კანონდარღვევებთან საბრძოლველად, რაც მოჰყვება პოსტ-ვირუსულ პერიოდს,“ ამბობს პოლ რადუ, OOCRP-ის დამფუძნებელი და ინოვაციური განვითარების დირექტორი. „OCCRP-ის ქსელს აქვს უნიკალური როლი იმაში, რომ ძალაუფლებისმქონე პირები გრძნობენ პასუხისმგებლობას. მადლიერი ვართ The Skoll Foundation-ის, რომ აღიარა საგამოძიებო ჟურნალისტის როლი ამ გარდამტეხ მომენტში.“  

ეს ჯილდო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს OCCRP-ის ძალისხმევაში, რომ განავითაროს და უკეთ აღჭურვოს გამომძიებელი ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დაეხმაროს მათ კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლაში. OCCRP ხუთ კონტინენტზე მუშაობს და წლის განმავლობაში 100-ზე მეტ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. OCCRP არის პირველი მედია, რომელმაც the Skoll Award-ის არსებობის 21 წლიან ისტორიაში მათი დაფინანსება მოიპოვა.

„მსოფლიოს ბევრ ადგილას დამოუკიდებელი მედია საფრთხეშია. ეს ჯილდო კი დაგვეხმარება გავაძლიეროთ პატარა ზომის, არამომგებიანი მედიასაშუალებები, რომლებიც წლებია, ჩვენთან თანამშრომლობენ. ხშირად, ეს მედიასაშუალებები მათ ქვეყანაში არიან უკანასკნელნი, ვინც თავისუფალ სიტყვას ავრცელებს,“ ამბობს დრუ სალივანი, OCCRP-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის ქრონოლოგია ბოლო ათწლეულში
china geo

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის ქრონოლოგია ბოლო ათწლეულში

  კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share