fbpx
geo main sml

“პოლიტმრიცხველი”: რას ფლობენ და რას გვპირდებიან პოლიტიკოსები?

“პოლიტმრიცხველი” იკვლევს პოლიტიკოსთა ქონებასა და საქმიანობას; აანალიზებს პოლიტიკური პარტიების მიერ გაცემულ დაპირებებს და მათი შედარების საშუალებას იძლევა. პროექტის მიზანია, საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესში მონაწილე პირებზე მეტი დეტალი მიაწოდოს და წინასაარჩევნოდ დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

პროექტი შექმნილია დამოუკიდებელ მკვლევართა და ჟურნალისტთა გუნდის მიერ. “პოლიტმრიცხველზე” მუშაობდნენ OCCRP-ს, “სტუდია მონიტორის”, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტისა” და “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენლები.

პროექტზე მუშაობისას ჟურნალისტებმა და მკვლევრებმა ინფორმაცია პოლიტიკოსების კარიერისა და ქონების შესახებ მოაგროვეს ღია წყაროებიდან. კერძოდ, გამოყენებულია საჯარო რესტრის დოკუმენტები, ოფიციალური დეკლარაციები და საჯაროდ ხელმისაწვდომი ბიოგრაფიული მასალები, მათ შორის სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტური გამოძიებები. ინფორმაცია პოლიტიკოსების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მოგროვებულია მათ მიერ გამოქვეყნებული უახლესი დეკლარაციებიდან, რაც ზოგიერთის შემთხვევაში ასახავს 2022 წლის მონაცემს, ზოგ შემთხვევაში კი – 2023 წლისას. დეკლარაციაში მითითებული ყველა დეტალი გადამოწმებულია სხვა საჯარო წყაროებში და გავლილი აქვს ცალკე შემოწმების ეტაპიც, რა დროსაც დამოუკიდებელი ფაქტჩეკერი ამოწმებდა თითოეული სიტყვის სისწორეს ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოგროვებულია როგორც საჯარო წყაროებიდან (მედია, “საარჩევნო კომპასი საქართველო”, პარტიების ვებ გვერდები), ისე მათ წარმომადგენლებთან ოფიციალური წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით. ჩვენ რვა საარჩევნო სუბიექტს გავუგზავნეთ ვრცელი კითხვარი, რომელიც მიზნად ისახავდა საარჩევნო პროგრამების ძირითად მიმართულებებზე ინფორმაციის მოგროვებას. პარტიებს საპასუხოდ მიცემული ჰქონდათ ათ სამუშაო დღეზე მეტი, თუმცა, მათგან მხოლოდ ოთხმა (“კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ძლიერი საქართველო”, “გახარია საქართველოსთვის” და “გირჩი” (36 ნომერი)) გვიპასუხა. ზოგიერთი პარტიის პროგრამა არც მათ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი, არც მედიისთვის მიცემული კომენტარებიდან იქმნება წარმოდგენა თუ რას ჰპირდებიან ამომრჩეველს და არც ჩვენს წერილს უპასუხეს. შესაბამისად, ამ ვებგვერდზეც ვერ იხილავთ ინფორმაციას მათი პროგრამის შესახებ.

geo btn6

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share