fbpx
russian jurn

რუსეთში გამომძიებელი ჟურნალისტი დააკავეს

ხუთშაბათს რუსულმა პოლიციამ გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი კლუბური ნარკოტიკის ფლობის გამო დააკავა. თავად გოლუნოვი ამბობს, რომ ნარკოტიკები მას არ ჰქონია და პოლიციამ განზრახ დადო მის ბინაში. დაკავებული იმასაც ჰყვება, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა სცემეს.

პოლიცია კი ცემის შესახებ გოლუნოვის ბრალდებას უარყოფს და ცხრა ფოტოს აქვეყნებს. მათი თქმით, ფოტოებზე გოლუნოვის ბინა და ნარკოტიკებია ასახული.

გოლუნოვი მედიასაშუალება „მედუზასთვის“ მუშაობდა. „მედუზამ“ დაკავებული მეგობარი გამოკითხა, რომელიც ამბობს, რომ გამოქვეყნებული ფოტოებიდან მხოლოდ ერთია გადაღებული ჟურნალისტის ბინაში. „მედუზას“ ცნობითვე, გოლუნოვს დაკავებიდან 14 საათის განმავლობაში ადვოკატთან და კოლეგებთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ.

გოლუნოვმა მოგვიანებით კოლეგებს უთხრა, რომ პოლიციამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა, ჩაეტარებინათ ტესტი ნარკოტიკებთან კავშირის დასადგენად.

„ივანმა მითხრა, რომ სახლის ჩხრეკის დაწყებისას ის პოლიციის მანქანაში 20-30 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა,“ ამბობს დაკავებულის ადვოკატი. „პოლიციელებმა მას დაკავებისას გამოართვეს გასაღები. ასე რომ, 20-30 წუთი ჰქონდათ სახლში შესასვლელად და იქ ნებისმიერი რამის გასაკეთებლად.“

ნარკოტიკის გავრცელება-რეალიზაციის ბრალდების გამო გოლუნოვს 10-20 წლით პატიმრობა ემუქრება. „ჩვენ ვიცით, რომ ივანი უდანაშაულოა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ის მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააკავეს,“ აცხადებს გალინა ტიმჩენკო, „მედუზას“ გენერალური დირექტორი. ივან კოლპაკოვი, „მედუზას“ მთავარი რედაქტორის თქმით, გოლუნოვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ადრეც დამუქრებიან.

გოლუნოვი წლების მანძილზე აშუქებდა კორუფციის ფაქტებს. მან აღწერა მოსკოვის ვიცე-მერის ოჯახის წევრების ქონება, დამკრძალავი ბიუროების ინდუსტრიაში გამეფებული კორუფცია და მოსკოვში კერძო მესაკუთრეთა შორის არსებული თაღლითობის ფაქტები.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ხულოს მაჟორიტართან გარიგებული ინვესტორი შრომით უფლებებს არღვევს
khulo

ხულოს მაჟორიტართან გარიგებული ინვესტორი შრომით უფლებებს არღვევს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share