fbpx

თანხის დაბრუნება

()იპ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებააი, ფაქტისთვისთქვენს მიერ შეწირული თანხა შეგიძლიათ უკან დაიბრუნოთ შემდეგ შემთხვევებში:

  1. თუ შეამჩნევთ, რომ “აი, ფაქტმა” დაარღვია პროფესიონალური, ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები;
  2. თუ “აი, ფაქტი” შემჩნეულია კორუფციულ, არასამართლიან გარიგებებში;
  3. თუ “აი, ფაქტი” მოქმედებს სახელმწიფო ინტერესის საზიანოდ.

2. თანხის დაბრუნების წესი:

2.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ “აი, ფაქტის” ადმინისტრაციას და აცნობოთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ;

2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, ტრანზაქციის თარიღი და დაბრუნების მიზეზი (საჭიროა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა “აი, ფაქტის” ელ. ფოსტის მისამართზე: info@ifact.ge)

3. ანაზღაურების წესი:

3.1. „აი, ფაქტი“ მკითხველის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების სურვილისა და მიზეზების ობიექტურად დასაბუთების შემთხვევაში იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის 100%.

3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

3.3. „აი, ფაქტი“ მომხმარებელს შეწირულობის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 10 სამუშაო დღის ვადაში.

Total
0
Shares
Next
კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი შემოსვლით, ჩვენს სერვერზე ფიქსირდება გარკვეული

Total
0
Share