fbpx
iegudieli

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელი

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელი (ერისკაცობაში გოჩა ტაბატაძე) 1964 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ბერეთისაში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებულ ერთწლიან ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძო. ტექნიკუმის შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ჩააბარა.

1982-1984 წლებში გერმანიაში საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა. მონაწილეობდა სამაჩაბლოს სამშვიდობო ოპერაციაშიც.

სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ისევ სწავლა განაგრძო და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაასრულა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ელექტროზეინკლად და მშენებელ მუშად. 1995 წლის იანვარში ბერად აღიკვეცა, იმავე წლის აპრილში კი მღვდლად ეკურთხა.

2003 წელს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსად ეკურთხა. მთავარეპისკოპოსობა კი 2009 წელს ებოძა.
მთავარეპისკოპოსი ხმაურიანი განცხადებებითა და ქადაგებებით არ გამოირჩევა. არ ურთიერთობს არც მედიასაშუალებებთან.

საჯარო რეესტრის მონაცემები იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/…/19bdw09c-r5bn… 

gocha

კომენტარები
Total
0
Shares
Next
იმერეთის მუნიციპალიტეტების სარესტორნო ხარჯები
Georgian Cuisine Collage 1

იმერეთის მუნიციპალიტეტების სარესტორნო ხარჯები

წელს  ქუთაისის მერიას ამ ტიპის მომსახურებაზე 71,000 ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share