“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ გამოძიებებს გპირდებით.
პარტია: საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა”, 2022 წლის 4 ოქტომბრამდე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
განათლება: ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფილოსოფია და სოციალური მეცნიერება
სამუშაო გამოცდილება:
2020 წელი – შპს “ჯენტლმენის” დირექტორი
რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქუჩა
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
ოჯახის წევრები: არასრულწლოვანი შვილი ნიკოლოზ კაჭარავა
უძრავი ქონება:
34 კვ.მ ბინა ყაზბეგში, დაბა გუდაურში, რომელიც 2021 წელს 44,000 აშშ დოლარად შეიძინა;
130 კვ.მ ბინა და 16 კვ.მ სარდაფი თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, რომლებიც 2018 წელს ჯამში 138,000 აშშ დოლარად იყიდა;
1048 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი წყნეთში, თანასაკუთრებაში აქვს გიორგი კაჭარავასთან ერთად; უძრავი ქონება 2011 წელს იყიდა, 58,000 ლარად;
დავით კაჭარავას საკუთრებაშია 14,000 აშშ დოლარის ღირებულების, Dodge Challenger-ის მოდელის მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც 2017 წელს შეიძინა.
ხელფასი პარლამენტიდან:
2023 წელს ატვირთული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს პარლამენტარის ხელფასი 49,525 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,127 ლარია.
ბიზნესი:
პარლამენტარი ფლობს შპს “ჯენტლმენის” და შპს “თბილალპროფის” 100 და 51%-ან წილებს. ორივე კომპანიაში მის წილებს სხვა პირი, დავით კაჭარავა მართავს.
გასულ წელს შემოსავალი მხოლოდ “ჯენტლმენიდან” მიიღო – ჯამში 12,000 ლარი.
ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/dati.kacharava
შემოწირულობა: კაჭარავამ 2013 წელს “ქართულ ოცნებას” 30,000 ლარი ჩაურიცხა.
იხილეთ ასევე:
ისკო დასენი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ალუდა ღუდუშაური – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ბექა ოდიშარია – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
სოზარ სუბარი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
დიმიტრი სამხარაძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები