fbpx
coli qmari

ცოლი ყიდის, ქმარი ყიდულობს

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო ქონება შპს “სეუ გრუპ დეველპომენტს” საბაზრო ფასზე ნაკლებად მიჰყიდა.

კომპანიამ 2,438 კვ.მ. მიწა და 678 კვ.მ. შენობა 2014-2016 წლებში 670,000 ლარად იყიდა. მაშინ როცა კერძო მესაკუთრეს იმავე ტერიტორიაზე მდებარე 177 კვ-მ. შენობაში 1,160,000 ლარი გადაუხადა.

მოგვიანებით “სეუ გრუპ დეველოპმენტმა” საკუთარი ტერიტორიის გაფართოება გადაწყვიტა და იქვე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე 2,814 კვ.მ. მიწას დაადგა თვალი. 2017 წელს მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში “სეუ გრუპ დეველოპმენტმა” ეს ნაკვეთი 1,400,000 ლარად შეიძინა.

ამის შემდეგ კომპანიამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ერთ-ერთ კორპუსში ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსის, ეკატერინე სისაურის მეუღლემ, დავით ბეგიაშვილმა 159 კვ.მ. ბინა 79,961 დოლარად შეიძინა, რაც საბაზრო ღირებულებაზე 32,611 დოლარით ნაკლებია.

კომპანიის საიტზე ნათქვამია, რომ კომპლექსში კვარატული მეტრის ფასი 1700-1800 ლარია, რაც საშუალოდ 700-750 დოლარს უდრის.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
საქართველოს მთავრობას “ფრონტერასთვის” გაფორმებული კონტრაქტის ცვლილება უნდა
Frontera Resources 1024x577 1

საქართველოს მთავრობას “ფრონტერასთვის” გაფორმებული კონტრაქტის ცვლილება უნდა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share