“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ გამოძიებებს გპირდებით.
პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
განათლება:
2002 წელი – თსუ, ბიზნეს-იურისტი;
2004 წელი – თსუ, საფინანსო-საბანკო, სადაზღვევო ბიზნესი და სამართალი;
სამუშაო გამოცდილება:
2001-2004 წლები – შსს, საქმეთა მმართველობის საფელდეგერო სამმართველოს მომსახურების განყოფილება, ისნპექტორი, ინსპექტორ-ფელდეგერი;
2004 წელი – ყაზბეგის შს რაიონული განყოფილება, ადმინისტრაციულო პოლიცია, უფროსის მოადგილე;
2006-2020 წლები – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატი;
2011 წელი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლექტორი;
2014 – 2020 წლები – შპს “კიკი”, იურისტი;
2014 – 2020 წლები – შპს “ჯეო კონსალტინგი”, დირექტორი;
2017 – 2020 წლები – იურიდიული კომპანია შპს ასლანიშვილი და ღუდუშაური, დირექტორი და დამფუძნებელი;
რეგისტრაციის მისამართი: ყაზბეგი, სოფელი არშა;
დაბადების ადგილი: საქართველო, ქალაქი რუსთავი;
ოჯახის წევრები: მეუღლე – სალომე კაცაძე, არასრულწლოვანი შვილები – ელენი და შოთა ღუდუშაურები. მათი დაბადების ადგილი აშშ-ა.
უძრავი ქონება:
52 კვ.მ ბინა თბილისში, შარტავას ქუჩაზე, რომელიც 2018 წელს 47,580 აშშ დოლარად იყიდა;
143 კვ.მ მშენებარე ფართი თბილისში, ასევე შარტავაზე, 2020 წელს აჩუქეს;
1285 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ წეროვანში, რომელიც 2020 წელს 37,000 ლარად შეიძინა;
4723 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ყაზბეგში, სოფელ თოთში;
794 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ასევე მცხეთაში, სოფელ წეროვანში 2023 წელს იყიდა.
ალუდა ღუდუშაური ფლობს ოთხ ძვირფას მაჯის საათს. მათგან ორი აჩუქეს, ორში კი 2013 და 2016 წელს 33,000 ლარი გადაიხადა.
პარლამენტარის სახელზეა 2022 წელს გამოშვებული “ტოიოტა რავ-4” მოდელის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც 2022 წელს 27,800 აშშ დოლარად იყიდა.
ხელფასი პარლამენტიდან: 2023 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით 2022 წელს პარლამენტარის ანაზღაურება 46,310 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 3,859 ლარია.
სხვა შემოსავალი: ალუდა ღუდუშაურმა გასულ წელს ბინის გაქირავებით მიიღო 24,000 ლარის შემოსავალი.
2022 წელს ნაღდი დანაზოგის სახით ჰქონდა 32,000 ევრო და 167,000 აშშ დოლარი, რომელიც ავტომობილის გასხვისებით მიიღო.
ბიზნესი: ალუდა ღუდუშაური შპს ჯეო კონსალტინგის 100%-ანი წილის მფლობელია. ახლა მის წილებს გიორგი ვახანია მართავს.
ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/aluda.ghudushauri.9
იხილეთ ასევე:
ბექა ოდიშარია – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
სოზარ სუბარი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ვიქტორ ჯაფარიძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
მაკა ბოჭორიშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები