საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიული ბანკის “კრედიტ სუისის” ბერმუდის ფილიალიდან დაკარგულ 554 მილიონ დოლარს ეძებს.
ივანიშვილმა სასამართლოში სარჩელი მისი, მისი ოჯახის ოთხი წევრისა და ორი კომპანიის სახელით შეიტანა. საქმის მასალების თანახმად, მისმა წარმომადგენლებმა ბერმუდაში “კრედიტ სუისს ლაიფისგან” ორი სადაზღვევო პოლისი შეიძინეს, რომლებშიც, ჯამში, $755 მილიონზე მეტი გადაიხადეს.
ივანიშვილი პრეტენზიას აცხადებს $554 მილიონის დაბრუნებაზე, რომელიც, მისი აზრით, კომპანიამ არასწორი მენეჯმენტის გამო 2015 წელს დაკარგა.
ივანიშვილმა “კრედიტ სუისის” წინააღმდეგ სასამართლო დავა ახალ ზელანდიაში, სინგაპურსა და შვეიცარიაშიც დაიწყო. სასამართლო პროცესი შვეიცარიაში ნოემბერში გაიმართება.