fbpx
bidzina

“კრედიტ სუისსმა” ივანიშვილის საქმეში პოზიცია შეიცვალა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისს” ოთხ ქვეყანაში უჩივის და მისი 1 მილიარდი აშშ დოლარის არამიზნობრივად გამოყენებას ედავება.

“კრედიტ სუისსის” წარმომადგენლები შვეიცარიულ სასამართლოს სთხოვენ, პატრიკ ლესკადრონი, ბანკის ყოფილი თანამშრომელი გაამართლონ ივანიშვილის ფულის არაკანონიერი განკარგვის ნაწილში.

“ბლუმბერგის” ცნობით, ადვოკატების მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში ამ მოთხოვნის მიზეზები არაა მოცემული. ადრე ბანკის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ლესკადრონმა ისინიც ისევე მოატყუა, როგორც ივანიშვილი. ლესკადრონს ბრალი თაღლითობაში დასდეს და ხუთწლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს.

“საოცარია, რომ ბანკი ამ ვერდიქტს ასაჩივრებს. ჩემს კლიენტს მიადგა ზარალი და არა მათ,” აცხადებს ჯორჯო კამპა, ამ დავაში ივანიშვილის ერთ-ერთი იურისტი.

ლესკადრონს ბრალად ედება ივანიშვილის აქტივების დიდი ოდენობით სარისკო დაბანდება “რაპტორ ფარმაცეუტიკალსში,” ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიაში. ამ ოფშორული ინვესტიციის შესახებ ცნობილი “პანამის დოკუმენტებიდან” გახდა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
50 ფეისბუქ გვერდი შექმნილი საინფორმაციო ომისთვის
50 gverdi

50 ფეისბუქ გვერდი შექმნილი საინფორმაციო ომისთვის

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share