fbpx
tsabadze feature 1024x470 1

ტროლი „დაათ ცაბაძე“ = დავით გავარდაშვილს

საქვეყნოდ ცნობილი ტროლი „დაათ ცაბაძე“ სინამდვილეში დავით გავარდაშვილია, მისი რეალური ფეისბუქ ანგარიში კი ესაა – Da To.

გავარდაშვილი „დაათ ცაბაძის“ სახელით 2018 წლის მაისიდან აქტიურობს. ეს ფეისბუქის პროფაილი ხვდება ყველა ანგარიშში, რომელიც ბოტებისა და ტროლების აქტივობას იკვლევს. მისი ვინაობის გამოსავლენად ფეისბუქზე ცალკე გვერდიც კი შეიქმნა.

„დაათ ცაბაძე“ განსაკუთრებით ირჯება ონლაინ მედია გვერდების ველში, სადაც წერს რადიკალურ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს. აქტიურად აზიარებს ულტრა-მემარჯვენე, ლევან ვასაძის დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალების, „ალტ-ინფოს“ მასალებს. გარდა ამისა, მხარს უჭერს რუსულ პროპაგანდას, თავს ესხმის ქართველ სამხედროებსა და მათ ჯგუფებს, ეწევა დასავლეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციას.

ჟურნალისტი გიორგი წეროძე სატელევიზიო გადაცემა “ვემსახურები საქართველოს” ავტორია. პროგრამის მიზანი საქართველოს სამხედრო ძალების პოპულარიზებაა და ის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის. წეროძე გვეუბნება, რომ ტროლი დაათ ცაბაძე აქტიურად არეპორტებს სამხედრო თემატიკის გვერდებს და მათ დისკრედიტაციას ეწევა.

ამ ანგარიშის რეალური მმართველი, დავით გავარდაშვილი 1986 წელსაა დაბადებული. წლების მანძილზე მუშაობდა რუსულ ტურისტულ კომპანია „თბილიტურში,“ რომელსაც ირინა ჩეჩოტი, რუსეთის მოქალაქე ფლობს.

დავით გავარდაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ცხოვრობს ძველ თბილისში


როგორ დავადგინეთ ამ პროფაილის რეალური მფლობელი?

როდესაც ფასანაურ-ყაზბეგში რუბლით ვაჭრობის შესახებ მასალა გამოვაქვეყნეთ, „დაათ ცაბაძე“ შემოგვეჭრა გვერდზე და გინება დაგვიწყო. ვიცოდით, რომ ტროლი იყო. მერე გავყევით მის კვალს და მივადექით დავით გავარდაშვილს. ეს უკანასკნელი თავის რეალურ პროფაილზე Da To-ზე შესასვლელად იყენებს შემდეგ მეილს: datotsabadze@gmail.com. პაროლად კი საკუთარ მობილურის ნომერს. ჩვენ მის მიმოწერაზე წვდომა არ გვქონია და ეს არც ყოფილა ჩვენი მიზანი, რადგან მხოლოდ ანგარიშის რეალურობის დადგენა გვჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ გუგლს მის ანგარიშზე წვდომა ვთხოვეთ, მან პაროლი შეცვალა.

გარდა ამისა, ფეისბუქის ორივე ანგარიშით, ყალბითაც და რეალურითაც აზიარებს ერთსადაიმავე მასალებს „ალტ-ინფოს“ გვერდიდან.

გავარდაშვილს ტელეფონითაც ვესაუბრეთ. რაც გვითხრა, მოისმინეთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მანგლისში ნახევარი მილიონი დაიხარჯა – წყალი კი ისევ გრაფიკითაა
manglisi

მანგლისში ნახევარი მილიონი დაიხარჯა – წყალი კი ისევ გრაფიკითაა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share