fbpx
დიმიტრი სამხარაძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

დიმიტრი სამხარაძე

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებებს გპირდებით. 

პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

განათლება:

2014 წელი – საზოგადოებრივი კოლეჯი „ორიენტირი“, ექსპერტკრიმინალისტიკის მიმართულება.

ამ დროს სამხარაძე უკვე 33 წლის იყო. გამოდის, სკოლის შემდეგ სხვა განათლება არ მიუღია. არადა, 2012 წლიდან უკვე მუშაობდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

2016 წელი – რუსეთის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის აკადემიის საერთაშორისო ინსტიტუტი; პერსონალის მართვის სპეციალობა.

Სამხარაძე რუსეთში სწავლის პარალელურად, როგორღაც ახერხებდა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და შემდეგ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში” ემუშავა. ორი ვარიანტია, ან რუსეთში იყო და აქ სახელმწიფო უწყებები უხდიდნენ ხელფასს ტყუილად, ან რუსეთში მიიღო დიპლომი გაყალბებულად. ამ ორიდან ვერც ერთია ყოყლოჩინობის მიზეზი. 

Სამუშაო გამოცდილება: 

ამჟამად დიმიტრი სამხარაძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და  რეგიონული მდივანია. 

2019-2020 წლები – პარლამენტში უმრავლესობის ლიდერის მოადგილე; 

2015-2016 წლები – სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, შტატგარეშე მოსამსახურე;

2012-2015 წლები – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;

2009-2011 წლები – ფინური კომპანია Vitakan.oy-ის წარმომადგენელი კავკასიაში;

2008 წელი – ფინური კომპანია Baltic tank.oy, ბიზნეს გადამზადება;

2004-2009 წელი –  აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი;

2003-2005 წლები –  შპს „ლევიკოს“ ფინანსური მენეჯერი

2003 წელი – “5 Line production რეკორდ”, მენეჯერი;

2001-2002 წელი –  LTD IVI oy FINLAND, პროექტმენეჯერი;

რეგისტრაციის მისამართი: საქართველო, თბილისი. წყნეთის გზატკეცილი N36ა 

დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი. 

ხელფასი პარლამენტიდან:  2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს მისი ხელფასი 48,471 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,040 ლარია. 

უძრავი ქონება: ცოლის, დოდო მედვედსკაიას სახელზეა 2017 წელს 72,000 დოლარად შეძენილი ბინა (112 კვ.მ.) თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილი, N36.                                            დოდო მედვედსკაიას სახელზეა გაფორმებული ავტომანქანა fiat 500. Შეძენილია  2020 წელს 15,000 ლარად.                                                                                                                                                                        

ბიზნესი: დიმიტრი სამხარაძე შპს ვიტაკან-ჯორჯიას მეწილეა. კომპანია 2007 წელს დაარსდა, თუმცა მის არც ერთ დეკლარაციაში შეყვანილი არ არის. 2017 წელს საჯარო რეესტრს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ მონაცემების არასრულად მიწოდების გამო სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულია.

ფეისბუქ ანგარიში:  https://www.facebook.com/dito.samkharadze 

იხილეთ ასევე: 

ეკა სეფაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ბაია კვიციანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

გენრიეტა წიწავა – რუსული კანონის მხარდემჭერი დეპუტატები

ირმა ზავარდაშვილი- რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

Რამინა ბერაძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ელისო ბოლქვაძე 
ელისო ბოლქვაძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

ელისო ბოლქვაძე 

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share