ავტორები: მარიამ კაჭკაჭაშვილი, აიდან იუსიფი და შუქურ ალიევი
ვიდეო ასახავს როგორ მიიტაცა საგარეჯოს მერის წარმომადგენელმა 90 ჰექტარი მიწის ფართობი სოფელ დუზაგრამაში. მუხტარ ისმაილოვი ნაკვეთებს თაღლითური სქემით უფორმებს თავის ოჯახის წევრებს ან სანდო პირებს. შედეგად კი თავად სარგებლობს ფერმით, სიმინდის და იონჯას ყანებით.
ადგილობრივების თქმით, ისმაილოვის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორია საბჭოთა დროს სოფელს კოლექტიურ სარგებლობაში ჰქონდა. მან აქ მიწების მითვისება მერის წარმომადგენლად არჩევის შემდეგ, ხოლო რეგისტრაცია 2020 წელს დაიწყო. ახლა ისმაილოვი განკარგავს 55 ნაკვეთს.
ისმაილოვმა ეს ქონება თანასოფლელების შევიწროების ხარჯზე დააგროვა. მის წინააღმდეგ აქაურები პროტესტს აქამდეც გამოთქვამდნენ და მათი პროტესტი მედიაშიც რამდენჯერმე გაშუქდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.