“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი, მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებებს გპირდებით.
პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამკურნალო საქმე
გამოცდილება:
- 1986 – 1988 წლები – დუშეთის რაიონული საავადმყოფოს სანიტარი;
- 1988 – 1989 წლები – თბილისის სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადგურის სანიტარი;
- 1995 – 1996 წლები – თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი;
- 1996 – 1999 წლები – დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ქალთა კონსულტაციის ექიმი;
- 1999 – 2003 წლები – შპს „მშვიდობის“ დირექტორის მოადგილე;
- 2003 – 2004 წლები – შპს „სატელევიზიო სტატიის“ მთავარი რედაქტორი;
- 2004 – 2005 წლები – ა/ო „ჯანმრთელი სამყაროს“ მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორი;
- 2005 – 2012 წლები – ა/ო „თავისუფალი არჩევანის“ თავმჯდომარის მოადგილე;
- 2007 – დღემდე – შპს „ეკოგეტიკის“ ექიმი-კონსულტანტი;
- 2011 – 2012 წლები – ფერიცვალების მონასტრის ჰოსპისის ექიმი;
- 2012 – დღემდე – პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დედების რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;
- 2012 – 2013 წლები – მალტის ორდენის საელჩოსთან არსებული კარდინალ პიო ლაგის ფონდის ექიმი;
- 2014 – 2020 წლები – თბილისის დიდუბის რ-ნის გამგებელი.
რეგისტრაციის მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ბათუმის ქუჩა, N 26
დაბადების ადგილი: დუშეთი
ოჯახის წევრები: მეუღლე – არჩილ ჩხარტიშვილი (პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო 2021 წლის ჩათვლით); შვილი – მარიამ ჩხარტიშვილი.
ხელფასი პარლამენტიდან: 2022 წლის დეკლარაციაში ხელფასი მითითებული არ აქვს. 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით კი თვიურად ხელზე ასაღები თანხა 1,500 ლარამდე იყო.
სხვა შემოსავალი: წლიურად 3,000-ევროიანი გზავნილი უცხოეთიდან
უძრავი ქონება: დაბა ბაკურიანში, 36 კვ.მ. ბინა ირმა ზავრადაშვილმა შეიძინა 2018 წელს $45,000-ად. დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მისი ქმრის, არჩილ ჩხარტიშვილის 600 კვ.მ. მიწა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში და 123 კვ.მ. ბინა თბილისში, თამარაშვილის 5-ში. კანონის თანახმად, საჯარო მოხელე ვალდებულია, დეკლარაციაში მიუთითოს ოჯახის წევრის უძრავი ქონება.
ბიზნესი: მის სახელზე რეგისტრირებული კომპანიები არ აქვს
ფეისბუქის ანგარიში: https://www.facebook.com/irma.zavradashvili
იხილეთ ასევე:
ბაია კვიციანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ეკა სეფაშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
გენრიეტა წიწავა – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ხატია წილოსანი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები