fbpx
navtobi

რუსეთიდან ნავთობიმპორტიორი კომპანიების რაოდენობა იზრდება

2000-2020 წლებში რუსეთიდან საქართველოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები სულ 79-მა კომპანიამ შემოიტანა. მათ ყოველწლიურად 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოჰქონდათ. ამ 79-დან 55-მა კომპანიამ რუსეთიდან ნავთობის შემოტანა 2012 წლის შემდეგ დაიწყო. 

რუსეთიდან შემოტანილ ნავთობპროდუქტს მოიხმარენ ქართული სახელმწიფო უწყებები. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს შპს “სან პეტროლიუმისგან” (გალფი) სამი მილიონის რუსული დიზელი იყიდა. გალფს რუსეთიდან ნავთობი 2011 წლიდან მოყოლებული,  ყოველ წელს შემოაქვს. 

bdefNrBfqYxqHGFsQBqOwl9E 762HXJ9klPNo 5vEAArgE ulSg028u EyED07mz5 7QNdFlgxLiyhZT4jVTRY g9C13QVumwXU5UBKCVyUb7QhMS5fHCNwMDL8Zm9 thTRiFlUq

ნავთობის შემომტანთა კავშირები მთავრობასთან 

რუსეთიდან ნავთობიმპორტიორი კომპანიების ნაწილი “ქართული ოცნების” მიმართ კეთილგანწყობილ ბიზნესემენებს ეკუთვნის. ზოგი მმართველი პარტიის შემომწირველია, ზოგიც პარლამენტის წევრი ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. 

  1. რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის კომპანიაა “შპს იბერკომპანი პეტროლიუმი,” რომელსაც მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობის რუსეთიდან 2013, 2017 და 2018 წლებში შემოჰქონდა. 
  1. შპს “გუნორი,” რომელსაც ნავთობი რუსეთიდან 2015-2016 წლებში შემოჰქონდა,  წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გრიგოლ ყურაშვილის კომპანიაა.
  1. შპს “ასკოტ ტექნოლოჯი,” რომელსაც რუსეთიდან ნავთობი 2013 წელს შემოჰქონდა, “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს ეკუთვნის.
  1. ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შვილი არის მეწილე შპს “ჰექსაში.” ამ კომპანიამ რუსეთიდან ნავთობი 2019 წელს შემოიტანა. 
  1. შპს “იბეროილს” რუსეთიდან ნავთობი 2013-დან ყოველწიურად შემოაქვს. კომპანიის მფლობელებმა, დავით ალიბეგაშვილმა, ირაკლი პეტრიაშვილმა, სიმონ გეგელაშვილმა და გოჩა ჩოკოშვილმა 2016-21 წლებში “ქართული ოცნებას” 585 ათასი ლარი, სალომე ზურაბიშვილს კი 145 ათასი ლარი ჩაურიცხეს. 
  1. რუსეთიდან ნავთობი 2017, 2018 და 2019 წლებში შემოჰქონდა შპს “დეკა ინვესტს.” კომპანიის მფლობელმა, დავით ინაურმა 2016-19 წლებში “ქართულ ოცნებას” 175 ათასი ლარი შესწირა. 
  1. 2012 და 2013 წელს ნავთობი რუსეთიდან შემოჰქონდა შპს “ბინული 1”-საც.  მისი მფლობელებიც “ქართული ოცნების” და პრეზიდენტის შემომწირველები არიან.  ზაზა მეტრეველმა და მერაბ მეტრეველმა 2017-19 წლებში 100 ათასი ლარი “ქართულ ოცნებას,” 60 ათასი ლარი კი სალომე ზურაბიშვილს შესწირეს. 
  1. 2015-2019 წლებში რუსეთიდან ნავთობი შემოჰქონდა შპს “ინტერ+”-ს. კომპანიის მფლობელმა ზაზა ფრუიძემ 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 60 ათასი ლარი შესწირა. 
  1. შპს “ვისოლ ავტო ექსპრესს” რუსეთიდან ნავთობი 2016, 2017 და 2020 წლებში შემოჰქონდა. კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ხოდელიც “ოცნების” შემომწირველია. 2020 წელს პარტიას 20 ათასი ლარი ჩაურიცხა.
  1. კიდევ ერთი იმპორტიორის, შპს “იტსის” მფლობელი, თეიმურაზ მიქელაძე “პატრიოტთა ალიანსის” შემომწირველია. 2014 წლის მაისში პარტიას 2,900 ლარი ჩაურიცხა. 

საქართველოში ნავთობიმპორტიორები არიან რუსეთის მოქალაქეებიც. 2019 წელს რუსეთიდან ნავთობი შემოჰქონდა კომპანია “სინერჯის.” ის რუსეთის მოქალაქე მაქსიმ გლადინს ეკუთვნის. 2020 წელს კი ნავთობი შემოიტანა შპს “ჯეტ თრეიდმა.” ამ კომპანიის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან  – ლაშა იჩქიტიძე და სერგეი ჩიგიროვი

კომენტარები
Total
0
Shares
Next
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში გადახდილი თანხა საიდუმლოა
covid

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში გადახდილი თანხა საიდუმლოა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share