ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეას საქართველოში მხარდამჭერები ჰყავს. მათი მთავარი არგუმენტი ისაა, რომ რუსეთი სხვა სამხედრო გაერთიანების წევრობაზე უარის თქმის სანაცვლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს. თუმცა, ბევრი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით რუსეთისგან სარგებლის მიღება შესაძლებელი ვერაა.