fbpx
premierebi01 1024x724 1

პრემიერების თვალით ვერდანახული ოკუპაცია

2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ ექვსი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. მათგან შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან ოკუპაციის გასაპროტესტებლად, მარტო ან უცხო ქვეყნის დელეგაციებთან ერთად, არცერთი მათგანი ჩასულა. არც ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეულ დათა პაპას (დათა ვანიშვილი) პანაშვიდსა და გასვენებაში ყოფილა პრემიერი ხურვალეთში.

მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს სტუმრობდნენ, თუმცა სხვა მოტივებით. 

მამუკა ბახტაძე ორჯერ ესტუმრა საკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს. პირველად 2018 წლის 27 დეკემბერს სოფელ დიცში ინახულა საწარმო “ენკენი,” რომელიც სტუდენტებმა შექმნეს. 

მეორეჯერ სოფელ გუგუთიანთკარში მოსახლეობას შეხვდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გოჩა მარღიშვილმა მას ჩასვლისკენ ტელევიზიით მოუწოდა. 

2020 წლის 6 ოქტომბერს სოფელ მეჯვრისხევში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა მშენებარე სკოლის მოსანახულებლად. 

2021 წლის 14 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი ერგნეთში დახვდა ზაზა გახელაძეს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა ტყვედ ერთი წლის წინ აიყვანა. 

ირაკლი ღარიბაშვილი, თავისი პრემიერობის ორივე ვადის განმავლობაში, სხვა მიზნით საოკუპაციო ხაზთან არ მისულა. ის შიდა ქართლის სოფლებში არც მაშინ ჩასულა, როცა თავდაცვის ან შსს მინისტრი იყო. 

საოკუპაციო ხაზთან არცერთხელ ყოფილა ბიძინა ივანიშილი. 

ამ წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ აშშ-ს ელჩი და ამერიკელი კონგრესმენები, უცხოელი მინისტრები და დიპლომატები, გერმანიის პრეზიდენტი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი, ლიეტუვას პრეზიდენტი, ესტონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. არცერთ შემთხვევაში მათ არ ახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რუკა რომელმაც კარტოგრაფები დაიჭირა
ruka

რუკა რომელმაც კარტოგრაფები დაიჭირა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share