fbpx
scaled

ვინ უნდა იზრუნოს სიმონეთი-ნავენახევის ავარიულ გზაზე?

Სამი კვირის წინ ნახშირღელედან “აი, ფაქტის” გვერდზე მოგვწერეს, მეზობელ სოფლებთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა ავარიულ მდგომარეობაშია და არაერთი თხოვნის მიუხედავად, ყურადღებას არავინ აქცევსო. Ჩვენ დავინტერესდით, რა სჭირს ამ გზას და რატომ არ იმჩნევს პრობლემას ადგილობრივი მთავრობა. 

ეს მონაკვეთი ერთმანეთთან აკავშირებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს – ნახშირღელეს, ნავენახევსა და ქვედა სიმონეთს.

ნავენახევს რომ გავცდით და ქვედა სიმონეთის აბრა გამოჩნდა, მანქანით გავლაც გაგვიჭირდა. სოფიო ფხაკაძე ამ რთულ მონაკვეთთან ცხოვრობს, ქვედა სიმონეთისა და ნახშირღელეს გზაგასაყარზე. გვითხრა, შარშან გზა კი მოხრეშეს, მაგრამ სიტუაცია დიდად არ შეცვლილაო. ადგილობრივების თქმით, მეზობელ სოფელში ამ გზით გადასვლას თავს არიდებენ, რადგან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ. 

2
სიმონეთი-ნავენახევის გზა

“წუხელ სასწრაფო გამოვიძახე, დედამთილი მყავდა ცუდად, რეანიმაციაში გადავიყვანეთ და წარმოიდგინეთ, სასწრაფო ძლივს გადავიდა. თოვლში საერთოდ საშიშია იქ გადასვლა. ახლა გვითხრეს, სოფელს ახალი ბიუჯეტის თანხა დაერიცხა და იკრიბება მოსახლეობა, რა გავაკეთოთო და იმედია, მაგ გზასაც მოაგვარებენ,”- გვითხრა სოფიო ფხაკაძემ.

ქვედა სიმონეთში ცხოვრობს ნონა ძიძიგურიც. ამ გზას რეგულარულად აღარც ის იყენებს. Ამ მონაკვეთის გავლას უფრთხიან საპირისპირო მიმართულებით, ნახშირღელედან სიმონეთში მომავალი მგზავრებიც. 

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს რეგიონის პრობლემების გაშუქება, გახდით ჩვენი სპონსორი

“სამხედროები სარგებლობდნენ, მაგრამ ახლა ნახშირღელედან გადიან. ეგ მოკლე დამაკავშირებელი გზაა. ექსკურსია და ეგეთები შემოვლითი გზით მიდიან, საშიშია იქ. ერთხელ ვიყავი მე თვითონ და გამიკვირდა, როგორაა ჩაწეული-მეთქი. ორჯერ გააკეთეს და ჩაინგრა და მესამედ არავის არაფერი უთქვია,”- გვითხრა ძიძიგურმა.

ადგილობრივ მთავრობას ვკითხეთ, როდის აპირებენ, რომ სახსრები გამოყონ და ამ გზის მოწყობაზე იფიქრონ. ქვედა სიმონეთში თერჯოლის მერის წარმომადგენელმა გია ხუჯაძემ გვითხრა, კაპიტალური სამუშაოებისთვის საკმარისი ფინანსები არ გვაქვსო. 

მუნიციპალიტეტები რომ ბიუჯეტს არამიზნობრივად ფლანგავენ, სრულიად უსარგებლო შესყიდვებში, ამაზე არაერთხელ მოგიყევით. საქმე ხალხის რეალურ საჭიროებებზე რომ მიდგება, მაინცდამაინც მაშინ შემოაკლდებათ ხოლმე ფული. ამიტომ, მერის წარმომადგენლის პასუხი არ გაგვკვირვებია. 

“ვასწორებთ ხრეშით, ყოველ წელს. ახლაც გავასწორებთ, თებერვლამდე შევაკეთებთ. მეტს ვერაფერს ვშვებით, ინფრასტრუქუტურის სამინისტრომ უნდა გააკეთოს. [სამინისტრომ] ჩაასხა ბეტონი რამდენჯერმე და წავიდა ისევ. Ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ძალებით. Ჩვენ ვერ დავაჩქარებთ ახლა მაგათ, არც გაითვალისწინებენ, Სოფლის გამგებელი რომ რაღაც წერილს მისწერს იმას [სამინისტროს] თბილისში, თორემ წერილს დავწერ დღეში სამჯერ,”- გვითხრა გია ხუჯაძემ. 

დეპარტამენტს ვკითხეთ, რას უპირებენ ამ გზას. Მოგვწერეს, მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის 407-ე დადგენილების შესაბამისად, დეპარტამენტის ბალანსზე მხოლოდ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები ირიცხება, ქვედა სიმონეთი-ნავენახევი-ნახშირღელეს დამაკავშირებელი გზა კი ადგილობრივია. ამიტომ, ჩვენს ბალანსზე არ არისო. ალბათ, ამაში ის იგულისხმეს, რაც ჩვენი არ არის, მისი შეკეთებაც არ გვევალებაო.

თერჯოლის მერიაში კი დაგვპირდნენ, თებერვლამდე მოხრეშვას მაინც დავაჩქარებთო. ყურადღებით ვიქნებით და მომავალშიც მოვიკითხავთ, რა ბედი ეწევა სიმონეთის ავარიულ გზას. 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს რეგიონის პრობლემების გაშუქება, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რა ბედი ელის რიონისპირა სახლებს?
rioni cover

რა ბედი ელის რიონისპირა სახლებს?

ქუთაისში, რიონისპირა სახლების ნგრევას ყველა უწყება ჩუმად უყურებს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share