fbpx
სოზარ სუბარი - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

სოზარ სუბარი

“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. ამჟამად გთავაზობთ მონაცემებს სოზარ სუბარის შესახებ. სამომავლოდ კი მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ გამოძიებებს გპირდებით. 

Პარტია: საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა”, 2022 წლის ივლისამდე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”

განათლება: 

1987 წელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის სპეციალობა;

1991 – 1995 წლები – თბილისის სასულიერო აკადემია, ღვთისმეტყველების ფაკულტეტი;

სამუშაო გამოცდილება: 

1981- 1982 წლები – ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, არქეოლოგიის კვლევის ცენტრი, ლაბორანტი;

1987 – 1988 წლები – თბილისის სახელმწიფო მუზეუმი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1989 – 1991 წლები – დმანისის რაიონის სოფელ ბოსლების საშუალო სკოლა, დირექტორი;

1993 წელი – სოხუმის კომენდანტურა, გამნაღმველი;

1995 – 2000 წლები – გაზეთი „კავკასიონი”, ჟურნალისტი, რედაქტორი;

1996 – 2004 წლები – “რადიო თავისუფლება”, კორესპონდენტი;

2004 – 2009 წლები – საქართველოს სახალხო დამცველი;

2009 – 2010 წლები – თსუ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი;

2010 – 2015 წლები – გაერო, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი;

2012 – 2013 წლები – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი;

2013 – 2018 წლები – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;

2018 – 2020 წლები – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

Სოზარ სუბარს პარლამენტის გვერდზე ოფიციალურ სამუშაო გამოცდილებაში აქვს მითითებული, რომ 1989-1995 წლებში დმანისის სიონის და თბილისის ივერიის ხატის სახელობის ეკლესიებში მედავითნე, დავით გარეჯის მონასტერში კი იპოდიაკონი იყო. 

რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, #49

დაბადების ადგილი: საქართველო, მესტია 

ოჯახის წევრები: მეუღლე – თამარ ყუბანეიშვილი, შვილები – ნინი, ლუკა და მათე სუბარი.

სოზარ-სუბარი

სოზარ სუბარის უძრავი ქონება

ღია წყაროებზე დაყრდნობით, სოზარ სუბარს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება არ გააჩნია. 

Პარლამენტარის მეუღლე, თამარ ყუბანეიშვილი ფლობს 188 კვ.მ ბინას თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2013 წელს 192 ათას აშშ დოლარად შეიძინა;

2,499 კვ.მ მიწის ნაკვეთს 139 კვ.მ საცხოვრებელი ფართით ქალაქ დმანისში, რომელშიც 2009 წელს 9,000 ლარი გადაიხადა. 

ხელფასი პარლამენტიდან: 

2023 წელს ატვირთული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს პარლამენტარის ხელფასი 50,016 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,168 ლარია. 

ბიზნესი

Პარლამენტარი ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა. Მის სახელზე საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი ა(ა)იპ-ი იძებნება – აფხაზეთში ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამების განვითარების საერთაშორისო ფონდი, რომელიც 2005 წელს 15 სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირთან ერთად დააფუძნა. 

Მათ შორის იყო “კავშირი ქართული კულტურა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ”, რომლის დამფუძნებელიც, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა. Შემოსავლების სამსახურის მიხედვით, ეს ა(ა)იპ-ი ახლა პასიურია. 

Ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/SubariOfficial

აქ იხილავთ ინფორმაციას კანონის მხარდამჭერ სხვა პარლამენტარებზე

Მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ხრესილის სკოლის დაუსრულებელი რემონტი
ხრესილის სკოლა და დაუსრულებელი რემონტი

ხრესილის სკოლის დაუსრულებელი რემონტი

საჯარო სკოლა მეორე წელია დაკეტილია და მუშები ხუთი თვეა არ გამოჩენილან

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share