“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ გამოძიებებს გპირდებით.
პარტია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
განათლება:
2007 წელი – თსუ, სიღნაღის ფილიალი, სამართალმცოდნეობა;
სამუშაო გამოცდილება:
2003-2014 წლები – კალათბურთელი კლუბებში “ესტუდიანტე”, “როკი”, “ვირტუსი”, კლუბი “მონტეპასკი”, “სარაგოსა”;
2014 – 2017 წლები – კალათბურთელი კლუბებში “უნიქსი”, “ტედკოლეჯი”, “არისი”;
2019-2020 წლები – საკალათბურთო კლუბი “არისი”, დირექტორი.
რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, ტიციან ტაბიძის ქუჩა, #56;
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი;
ოჯახის წევრები: მეუღლე – მაია ბიწაძე, არასრულწლოვანი შვილი – ნიკალა სანიკიძე;
უძრავი ქონება:
820 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ კოტორაანთკარში, 2022 წელს მემკვიდრეობით მიიღო;
198 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თანასაკუთრებით თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, რომელიც 2021 წელს ასევე მემკვიდრეობით მიიღო;
175 კვ.მ ბინა და 14 კვ.მ ავტოსადგომი თბილისში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც 2012 და 2018 წელს 200,000 აშშ დოლარად იყიდა;
პარლამენტარს აქვს “როლექსის” ბრენდის მაჯის საათი, რომელშიც 2015 წელს 11 ათასი ევრო გადაიხადა.
ოჯახის უძრავი ქონება:
ვიქტორ სანიკიძის მეუღლე მაია ბიწაძე ფლობს 91 კვ.მ საცხოვრებელ სახლს და 16 კვ.მ ავტოფარეხს თბილისში, ჭავჭავაძის 37-ში, რომელიც 2017 წელს 198,000 აშშ დოლარად იყიდა.
მას აქვს ორი ძვირადღირებული მაჯის საათიც, რომელშიც 2017-2023 წლებში 8,000 აშშ დოლარი და 7,600 ევრო გადაიხადა.
ხელფასი პარლამენტიდან:
2023 წელს ატვირთული დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს პარლამენტარის ხელფასი 46,310 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 3,859 ლარია.
სხვა შემოსავალი:
Პარლამენტარი არის კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. ამ პოზიციაზე მან გასულ წელს 66,658 ლარის ანაზღაურება, ანუ თვიურად 5,554 ლარი მიიღო.
ბიზნესი:
ვიქტორ სანიკიძე ფლობს შპს “სანი სპორტსის” 100%-ან და შპს “კალათბურთის აკადემიის” 50%-ან წილებს, რომელსაც ახლა ზურაბ სანიკიძე მართავს.
ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/viktor.sanikidze.5
შემოწირულობა:
ვიქტორ სანიკიძემ 2020 წლის ოქტომბერში “ქართულ ოცნებას” 60 ათასი ლარი შესწირა.
იხილეთ ასევე:
ალუდა ღუდუშაური – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ბექა ოდიშარია – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
სოზარ სუბარი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ვიქტორ ჯაფარიძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
მაკა ბოჭორიშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები